საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - პარასკევი, 18 December
მდებარეობა: 
სემუელ ბეკეტი

თამაშის დასასრული

რეჟისორი - კაი ფოგესი
მხატვარი - მიხაელ ზიბეროკ-სერაფიმოვიჩი 

 

მონაწილეობენ: 
ფრანკ გენზერი, უვე შმიდერი

 

სპექტაკლის შესახებ:
„თამაშის დასასრული“ (1957) სემუელ ბეკეტის ცნობილი პიესაა, რომლის მთავარი პერსონაჟები ჰამი და კლოვი არიან (ბატონი და მსახური). ისინი გამუდმებით ეკითხებიან საკუთარ თავს, რატომ უნდა იყვნენ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის თავიდან მოცილებას ცდილობენ. მარადიული დამოკიდებულების გააზრებისას ამ დასკვნამდე მიდიან: „ისევ ვცდილობთ, ისევ ვმარცხდებით, ისევ უკეთ ვმარცხდებით.“ რეჟისორ კაი ფოგესის სპექტაკლი პიესის ფიზიკური ინტერპრეტაციაა, რომელშიც გვხვდება ხშირი გამეორებები, განსაკუთრებული ხმოვანი რიგი, რომელიც
მაყურებლის სხეულებში „აღწევს“.

 

პრესა:
„შაუშპილ დორტმუნდის მცირე სცენაზე სემუელ ბეკეტის ერთმოქმედებიანი პიესა, „თამაშის დასასრული“ პირდაპირი გაგებით კანქვეშ გიძვრებათ, თქვენს ყურებში აღწევს. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით: რასაც ეს ორი მსახიობი აჩვენებს სცენაზე, ნამდვილად გენიალურია.“
ვესტდოიჩე ალგემაინე ცაიტუნგ / ვესტფალიშე რუნდშაუ 13.11.2012

,,თამაშის დასასრული“ გადატვირთვა (რეჟისორი კაი ფოგესი): 2021 წლიდან Live ჩვენება ,,ვენის ფოლკს თეატრში“!

ხანგრძლივობა: 1:15 წუთი, უანტრაქტოდ

შაუშპილ დორტმუნდი, როგორც მუნიციპალური თეატრი, დორტმუნდის თეატრის ხუთთაგან ერთ-ერთი ნაწილია. 2010 წლიდან თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრია (სამხატვრო ხელმძღვანელი კაი ფოგესი). შაუშპილ დორტმუნდს ფართო სპექტრის საერთაშორისო პროექტები აქვს. მისი პროდუქცია 2010 წლიდან მოყოლებული აერთიანებს თეატრალურ ხელოვნებას, ინსტალაციებსა და მედიას, სპეციალური კოდირებითა და ინტერაქტიულ ფორმატებს.