საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - პარასკევი, 18 December
მდებარეობა: 
ენრიკო მედიოლი, ლუკინო ვისკონტი, ნიკოლა ბადალუცო

ღმერთების დაცემა

რეჟისორი - მაია კლეჩევსკა
კომპოზიტორი -  მიხალ გორჩიცა
სცენოგრაფი  -  კატაჟინა ბორკოვსკა
მუსიკალური გაფორმება  - მიხალ გორჩიცასი

 

მონაწილეობენ:
ზოფია ბელევიჩი, ალექსანდრა ცვენი, არლეტა ლოს-პლავშევსკა, იუდიტა პარაჯინსკა, ევა ვიშომირსკა, ადამ ჩოლეკი, ანჯეი ჩერნიკი, ბარტოშ ჯეჯიცი, ანჯეი იაკუბჩიკი, ლეშეკ მალეცი, გჟეგოჟ მინკევიჩი, მაჩეი ნამისლო, მიხალ სვიტალა, ლუკაშ შმიდტი, კშიშტოფ ვრონა, მიხალ ჩერნეცკი, იაროსლავ ჯეჯიცი

 

სპექტაკლის შესახებ: 
კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფილმში ლუკინო ვისკონტიმ გვიამბო დიადი ფონ ესენბეკების ოჯახის დაღუპვის ისტორია ნაცისტური გერმანიის აღორძინების პერიოდში. მაია კლეჩევსკას ამ ტექსტს უდიდესი მნიშვენლობა აქვს და საშუალებას გვაძლევს დავსვათ შეკითხვები ფუნდამენტურ საკითხებზე  კაცობრიობა, ძალაუფლება, ოჯახი და ის მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც ასეთი საშინელება ხდება. მოქმედება ჩვენს დროში ვითარდება. პიესაში ესენბეკები მხარს უჭერენ არა ნაციზმს, არამედ პოლიტიკურ პარტიას.  მათი ერთადერთი მიზანი ძალაუფლება, ფული, პირადი სარგებელი და სხვა პრაგმატულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაა.
რეჟისორი დეტალურად გვიჩვენებს მიზეზებს, რამაც განაპირობა მათი ქმედებები: ღრმად გამჯდარი ნარცისიზმი, რომელიც შენიღბულია პიროვნების სრულყოფის უმანკო სურვილით, დიდ საფრთხეს გვიქმნის დღესაც. იგი შეგვახსენებს რაოდენ საშიშია, როდესაც ოჯახი, სოციუმი და მთლიანი საზოგადოება ემორჩილება ერთგვარ ჯგუფურ ჰიპნოზურ ილუზიას. სამყაროს ასეთი სახე ბევრად რადიკალური და დაუნდობელია ვისკონტის ფილმში. ამ შეხედულების მიხედვით, ნებიემიერ ადამიანს შეუძლია მოკლას, გააუპატიუროს, დაასახიჩროს სხვა და ჩვეულებრივ გააგრძელოს ცხოვრება. დანაშაულისათვის სასჯელი აღარ არსებობს. ტრაგედიის კლასიკური კონცეფციები გაუფასურდა. აქ ღმერთის ხსენებას აზრი არა აქვს. ის უკვე აღარ არის ამ სამყაროსთვის მნიშვნელოვანი. მაშ, რა არის მნიშვნელოვანი? 

 

პრესა:
`... ყველა ვერ შეძლებს იცხოვროს ისეთ სამყაროში, სადაც საგნები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გრძნობები, სიმდიდრე ბატონობს სინდისსა და გონიერებაზე, ხოლო საკუთარი იმიჯი აღემატება ღირსებას...
... სამყარო სწორ გზაზე რომ დადგეს, საჭიროა დანაშაულს მოჰყვეს სასჯელი, უზნეობას სინანული, კანონდარღვევას სირცხვილი. ესენბეკების სამყაროში არ არსებობს არც სასჯელი, არც სინანული და არც სირცხვილი, თითქოს ძველი წყობილების მოშლასთან ერთად გაქრა ეს ყველაფერი ანდა ოჯახის თითოეული წევრის დადგენილ კანონებს შეეწირა. ღირებულებები ჩაანაცვლა ფულმა და ძალაუფლებამ. სწორედ ამაზე გვიამბობს მაია კლეცზევსკას წარმოდგენა. მან ლუკინო ვისკონტის სცენარის სიუჟეტი გამოიყენა და გვაჩვენა უფუნქციო ოჯახი, რომელიც დღესაც ძალზედ მოდური და არცთუ ისე უცხოა თანამედროვე საზოგადოებისათვის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. იგი უბრუნდება ნაციზმს, რომ უფრო ნათლად დაგვანახოს  დღევანდელობა. ალბათ გაზვიადებულია, მაგრამ იქნებ შევძლოთ გავაფრთხილოთ მაყურებელი და ვაიძულოთ დაფიქრდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თეატრი აქტიურად ეხმიანება სოციალურ საკითხებს, ასეთი ძლიერი მორალური გზავნილის მქონე პიესა ძალიან ცოტაა.

 

                                                                                                 ელზბიეტა ბანიევიჩი, ,,Twórczość…

ხანგრძლივობა : 2 საათი, 47 წუთი

ბოლო პერიოდში  თეატრი ოპოლე პოლონეთში ახალგაზრდა შემოქმედთა  თავშეყრისა და დისკუსიების ადგილად იქცა. აქ  ნებისმიერ ახალ, კრეატიულ, ყოვლად წარმოუდგენელ იდეებს განიხილავენ და ახორციელებენ.
სწორედ ამ თეატრში მოღვაწეობენ ის რეჟისორები, რომლებიც წლების მანძილზე ქმნიდნენ და აყალიბებდნენ პოლონური თეატრის სტილისტიკასა და თავისებურებებს (მაია კლეჩევსკა,  მიხაელ ბორზუხი, კრისტოფ გარბაჟევსკი). მათი ყოველი დადგმა ინდივიდუალური ქმნილებაა, რომელსაც აქვს  თავისი, განსხვავებული თეატრალური ენა.
თეატრის წარმატებაზე მეტყველებს საერთაშორისო და შიდა ფესტივალებზე მიღებული არაერთი პრიზი. მაღალი სამსახიობო ოსტატობის გამო,  კრიტიკოსებმა ოპოლე პოლონური თეატრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ცენტრად აღიარეს.