საერთაშორისო პროგრამა

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - სამშაბათი, 15 December
მდებარეობა: 
ამიტ ლაჰავი

შინელი

რეჟისორი - ამიტ ლაჰავი
კომპოზიტორი - დეივ პრაისი
დიზაინერი - თაი გრინი

მონაწილეობენ: 
ნატალი ეიტონი, ამიტ ლაჰარი, რობერტ ლაქი, დეივ პრაისი, ჯორჯინა რობერტსი, საცეკვაო კომპანია  Vinicius Salles დაი ტაბუჩი, ფრანსუა ტესტორი, სირენა ტოკო და ტომ ვუ

სპექტაკლის შესახებ: 
დაითრიე შინელი, დაითრიე გოგო, შეცვალე სამყარო!
ყოვლად უსარგებლო სამთავრობო დეპარტამენტში, რომელიც ჩაპლინის "თანამედროვე დროებას" გვაგონებს, აკაკის მშვენიერი ნატალია შეუყვარდება, შეუყვარდება ცალმხრივად და უიმედოდ, რაც მას უბიგძებს, იყოს საუკეთესო და მოიგოს დეპარტამენტის მიერ დაწესებული პრიზი - შინელი. მაგრამ რამდენად შორს არის წამსვლელი აკაკი? და რის ფასად?
,, შინელი“ გოგოლის მოთხრობით იქნა შთაგონებული, აქ იქმნება ტოქსიკური, თავბრუდამხვევი სამყარო, სადაც ადამიანის ფიქრები და ოცნებები ყოველდღიურ ცხოვრებას შერევია. დაფინანსებულია Arts Council England-ის მიერ.  ,,გეკოსა“ და Lyric Hammersmith-ის პროდუქცია პლიმუთის სამეფო თეატრთან თანამშრომლობით.

 

პრესა: 
ჯონ პიტერი/John Peter, The Sunday Times
“ დამატყვევებელი და სიგიჟემდე ბრწყინვალე … ძარღვებში სისხლის გამყინავი და შემზარავი სიურეალისტური კოშმარი.”
ლინ გარდნერი/ Lyn Gardner, The Guardian
“ სპექტაკლი ქმნის თავბრუდამხვევად მოულოდნელ და ახალ სამყაროს, რომლშიც შერწყმულია ვიზუალური ბრწყინვალება და ფიზიკური ოსტატობა.”
ნუალა კელვი/Nuala Calvi, The Stage
“Gecko ახერხება იმ ხანმოკლე მომენტების შექმნას, რომლებშიც უსიტყვოდაა ჩაჭერილი ადამიანის ემოციური ორთაბრძოლები”
მეტ ბუტმანი/Matt Boothman, British Theatre Guide
“აკაკის გრძნობები სჭვალავს ყველაფერს, იკითხება ყველგან,  განათებიდან დაწყებული, კომპოზიტორ დეივიდ პრაისის ბოშური შეფერილობის მუსიკალური თანხლებით დამთავრებული, რაც ფიზიკურ სანახაობასთან ერთობლივ, განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.”
★★★★★ Edinburgh Spotlight
“ესაა თვალისა და გრძნობების ნეტარება, და ,,გეკოს“ დასის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ,,შინელი“ ამას 80-წუთიანი წარმოდგენის ყოველ წუთს და წამს ახერხებს.“ 

 
ხანგრძლივობა: 80 წუთი, უანტრაქტოდ

 

„გეკო“ არაერთი ჯილდოს მფლობელი, საერთაშორისო აღიარების მქონე ფიზიკური თეატრის კომპანია, რომელსაც სამხატვრო ხელმძღვანელი ამიტ ლაჰავი უდგას სათავეში. ,,გეკო“ 2001 წელს დაარსდა ( თეატრის ყოფილი თანახელმძღვანელი, ალ ნეჯარიც მისი თანადამაარსებელია) კომპანიას შექმნილი აქვს კრიტიკოსების მიერ აღიარებული 7 წარმოდგენა, 2 ერთობლივი წარმოდგენა, გადაღებული აქვს 2 ფილმი.

გეკოს იდენტობა ემყარება ადამიანის მიმართ ღრმა ინტერესს და მის არაჩვეულებრივ და რთულ მცდელობებს საზოგადოებაში საკუთარი გრძნობებისა და ემოციების გამოსახატავად. ჩვენი ნამუშევრები შექმნილია ხალხისთვის, რომელიც წარმოადგენს კულტურათა ერობლიობას, ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა ადამიანი,   ასაკის, სქესისა და წარმოშობის მიუხედავად. მუშაობისას ვიყენებთ მრავალ ენას და ვყვებით უნივერსალურ ისტორიებს მოძრაობისა და ემოციის, ხმის, განათების და დიზაინის საშუალებით, რაც საშუალებას გვაძლევს, ყველა წარმოშობისა და ეროვნების ადამიანს მივცეთ წვდომა ჩვენს ნამუშევარზე. ჩვენი ნამუშევრები შთაგონებულია ჩვენივე მაყურებლის, აუდიტორიის მიერ, ისვეა ჩვენი თანაავტორი, ხოლო ჩვენი მხატვრული მასალა თანამედროვე მრავალფეროვანი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იკვლევს და ასახავს,

ექსპერიმენტირების, ოსტატობისა და თანამშრომლობის სულისკვეთების წყალობით, ამიტმა შექმნა ორგანული შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ხაზს უსვამს ფანტაზიის ძალასა და მის მოუხელთებელ ღირებულებას.  ნამუშევარზე მუშაობის  პროცესი იცვლება ექსპერიმენტირების ინტენსიური პერიოდების მიხედვით, რეფლექსიისა და ტექნიკური დახვეწის პროცესში - გამუმდებით, სტუდიაში თუ მის გარეთ ყოფნისას.

 ჩვენთვის მაყურებელია ნებისმიერი სამუშაო პროცესის მამოძრავებელი ძალა, რადგან ჩვენი შემოქმედებითი დასი ცდილობს, გაართოს და შთააგონოს მეტი და მეტი ადამიანი - იმდენი, რამდენსაც გასწვდება. გვსურს, თითოეული წარმოდგენითა და ფილმით უშუალოდ დაველაპარაკოთ ადამიანს და სრულიად ჩავრთოთ წარმოდგენის პროცესში - გვინდა, წავშალოთ ყველანაირი ბარიერი ჩვენსა და მაყურებელს შორის და ამაში იმდენი ადამიანი, იმდენი კულტურა ჩავრთოთ, რამდენსაც ჩვენი შემოქმედება დაიტევს, ამასთან, გავაგრძელოთ იმ ჩვენი ფიზიკური ენის შემუშავება, რომელიც ამის  საშუალებას გვაძლევს. გვინდა, მაყურებელს უნიკალური, მაღალი სტანდარტის თეატრალური გამოცდილება გავუზიაროთ.