8 ოქტომბერი - თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია / დორტმუნდი

ადგილმდებარეობა: გოეთეს ინსტიტუტი
8 ოქტომბერი  - თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია / დორტმუნდი

შემოქმედებითი კვლევის ლაბორატორია, როგორც მომავლის თეატრის ინოვაციური ჰაბი

თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია / დორტმუნდი

დრამატურგი - მიხაელ აიკჰოფი

 

მიხაელ აიკჰოფი  უკვე 20 წელია, არაერთი თეატრის დრამატურგ და პროდიუსერია. განსაკუთრებულად აინტერესებს საერთაშორისო გამოცდილების გაცვლა-

გამოცვლა, რადიკალურად განსხვავებული სოციალური აქტორებისა და აკადემიური დისციპლინების ურთიერთქმედება, ბიზნესის სფეროსა და საშემსრულებლო ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის გადაკვეთა. აიჰოფი ათი წლის განმავლობაში იყო Schauspiel Dortmund-ის დრამატურგ, არის თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემ ( 2018 წ.) ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.

 

მარკუს ლობსი თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემს - დორტმუნდის თეატრის მეექვსე განყოფილების დირექტორია; 1995 წლიდან იგი მუშაობს რეჟისორად, სცენისა და კოსტიუმების დიზაინერად, არის ოპერისა და დრამის სფეროს ავტორი, თანამშრომლობს გერმანულენოვანი ქვეყნების არაერთ ცნობილ დასთან და საოპერო თეატრთან. 2014 წლიდან გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის ცნობილი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების მიწვეული პროფესორია.

როგორც დორტმუნდის თეატრის დირექტორი, სასურველი სტუმარია ნებისმიერ სალექციო თუ სადისკუსიო ფორმატში, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. მისი ინტერესის სფერო მოიცავს აგრეთვე საშემსრულებლო ხელოვნებისათვის პროფესიული კავშირების ქსელთა განვითარებასა და წახალისებას, შემოქმედებით კვლევებს, რომლებიც თეატრსა და სასწავლო დაწესებულებებში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ სფეროში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება.

 

კომპანიის შესახებ:

თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია მსოფლიოში უნიკალური მოდელის მქონე პროექტია ციფრული ინოვაციების, შემოქმედებითი კვლევებისა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სწავლების სფეროში, საშემსრულებლო ხელოვნების ყველა ჟანრში. აკადემიის კვლევების ცენტრში იმის კვლევაა, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ციფრული საშუალებები სცენაზე, დარბაზსა თუ კულისებში. მარკუს ლობსის ხელმძღვანელობით აკადემია, როგორც დორტმუნდის თეატრის მეექვსე განყოფილება, იკვლევს შემოქმედებითი და ტექნოლოგიების სფეროების თანხვედრას, მუშაობს პროტოტიპების განვითარებაზე, აპლიკაციებთან დაკავშირებულ ტესტირებაზე, პრაქტიკულ კონსულტაციებზე, კულტურულ-პოლიტიკური დისკურსის ჩამოყალიბებაზე. იგი რეგიონულ, სახელმწიფო თუ საერთაშორისო დონეებზე უწყობს ხელს პროფესიული ქსელების განვითარებას კულტურის, მეცნიერებისა და ბიზნესის სფეროს აქტორებს შორის.

 

ვორკშოფის შესახებ:

მიხაელ აიკჰოფი თვალსაჩინოდ წარმოგიდგენთ თეატრისა და ციფრული აკადემიის ისტორიას, მის სამუშაო სივრცეებს, იმას, თუ როგორ შეიცვალა აკადემია პანდემიის გავლენით; უცხოელი სტიპენდიატების[KK1]  შემოქმედებით-ტექნიკურ კვლევებს, თეატრში მომუშავე პერსონალის მომზადების, საუნივერსიტეტო განათლებისა და (საერთაშორისო) თანამშრომლობის პროცესს.

 

როგორი გამოწვევების წინაშე დგას თეატრი, როგორც შემოქმედებითი ინსტიტუცია, როცა ცდილობს, ციფრულობის საკითხს თეორიულად, დისკურსულად და, უპირველეს ყოვლისა, არტისტული პრაქტიკის თვალსაზრისით მიუდგეს?

www.theater.digital/en/

 

დასაწყისი 16:00 საათზე
ხანგრძლივობა 60 წუთი


გთხოვთ გაითვალისწინოთ, დასწრება თავისუფალია!

 
© 2022 All Rights Reserved