ყველა ფესტივალს განსაკუთრებული ხელწერა აქვს, განსაკუთრბული ატმოსფერო და შესაბამისად პროგრამა, რომლითაც ის ამყარებს კომუნიკაციას მაყურებელსა და არტისტს შორის.

ამ კომპონენტებზე ბევრს ვფიქრობდით  დაარსებისას და ეხლაც - როგორი უნდა იყოს ფესტივალი, რომელიც მნიშვნელოვანი უნდა გახდეს თბილისისათვის, როგორი უნდა იყოს ფესტივალი, რომელიც ფესტივალების კონკრეტულ გარემოსა და რუქაზე ადგილს დაიმკვიდრებს. თუმცა ეს მუდმივი კითხვაა ჩვენს დღევანდელ განსაკუთრებულად სწრაფად ცვლად სამყაროში. ფესტივალები ჩნდება , გაივლის ცხოვრების გზას და ქრება ან ვითარდება, იზრდება .

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მისიაა საქართველოს ინტეგრირება საერთაშორისო კულტურულ მოვლენებსა  და რუკაზე; თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის ყველაზე გამომწვევი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ნამუშევრებით;

 

ფესტივალის მიზნებია:

საშემსრულებლო ხელოვნებისა და კულტურული ინოვაციების ტენდენციების წარმოდგენა თეატრალური წარმოდგენების, მუსიკალური და ხელოვნების ნიმუშების სახით და ამ გზით საქართველოში საერთაშორისო კულტურული ცენტრის შექმნა ყველა თაობისა და ასაკის ადამიანისთვის

თბილისის პროპაგანდა საერთაშორისო კულტურულ, ტურისტულ და ეკონომიკურ სივრცეში და თბილისის მიმართ დაინტერესების გაზრდა

საერთაშორისო “SHOWCASE” შესაძლებლობის შექმნა ქართველი მაყურებლისათვის და პირიქით

კულტურული ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა

მოსახლეობის კულტურული, ეკონომიკურ და საგანამანათლებლო განვითარებაში მონაწილეობა

შემოდგომა დატვირთულია კულტურული მოვლენებითფესტივალები ამ მოვლენებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებსსექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით თბილისი კულტურულ დედაქალაქს ემსგავსებამუსიკა, თეატრი, კინო , თანამედროვე ხელოვნებაყველა  მიმართულებით საერტაშორისო ფესტივალებიაკულტურული ცხოვრება ქვეყნის   საკმაოდ სერიოზული სავიზიტო ბარათია  - შექმომედებით კაპიტალი -  მუდმივად იქმნება. იქმნება ყველა მიმართულებით და ხარისხით, რომელიც იზიდავს მსოფლიოს.

 

ფესტივალებით, კულტურული მოვლენებით ჩვენ მუდმივად ვფიგურირებთ ყველა რუკაზე  როგორც საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორი.

შემოდგომის თბილისის ერთერთი მთავარი მოვლენა - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი -   დღეს აკავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების კულტურული ცხოვრების  ერთერთი ცენტრია და მსოფლიოს თეატრალური ცხოვრების ერთერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი.

დაარსების დღიდან  ჩვენი მიზანია  საერთაშორისო კულტურულ რუქაზე ერთერთი მთავარიმოთამაშეგავხდეთ და ამ მიზანს საერთაშორისო პროგრამისა და ქართული სპექტაკლების პროგრამის მეშვეობით ვაღწევთ -  ჩვენ გვყავს მუდმივი პარტნიორები -  საერთაშორისო ინსტიტუტები საზღვარგარეთ;  საერთაშორისო პრესა და განვითარების პერსპექტივა, რომელიც წლებთან ერთად ჩნდება და ვითარდება.

ფესტივალები კულტურული ლანდშაფტის გამდიდრებას ემსახურება. ყველა ფესტივალის ხელწერა ინდივიდუალურია და ყველა მათგანი ფაქტიურად დისკუსიის მცდელობაა. დისკუსიისა - განსხვავებულ ფორმასა და შინაარსზე, ახალ მიდგომაზე, განსხვავებულ ხედვაზე; ახალ- ჯერ უცნობ სამყაროსა და შესაძლებლობებზე...

ვფიქრობთ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კომუნიკაციის განსაკუთრებული, განსხვავებული საშუალება გახდა და სწორედ ეს იქნება მისი მთავარი დანიშნულება.

  

ფესტივალის პროგრამებია

საერთაშორისო პროგრამა

ქართული სპექტაკლების პროგრამა

საგანმანათლებლო პროგრამები

გამოფენები, ფესტივალის კლუბი , სხვადასხვა ღონისძიება

 

ფესტივალის მთავარი საერთაშორისო პროგრამა დგება წლის განმავლობაში ფესტივალის მიწვევის საფუძველზე მხოლოდ.

შერჩევაში ხვდება ის სპექტაკლები, რომელთა მხატვრული სახე ინოვაციურია, დახვეწილი და განსაკუთრებული ღირებულების მატარებელი: იდეა, ტექსტი, აქტუალობა, სახვითი მხარეეს ყველაფერი განსაზღვრავს სპექტაკლის შერჩევისა და ზოგადად ფესტივალისდრამატურგიას

საბოლოო ჯამში - ყოველ წელს პროგრამა ერთგვარიამბავია”, რომელიც დღევანდელი სამყაროს, ადამიანის რეალობას წარმოადგენს, ყველაფერს, რაც გვაწუხებს ან აღგვაფრთოვანებს, ყველაფერს, რაც შეიძლება ადამიანის თვალებში დავინახოთ და მაყურებელთან კავშირის დახმარებაში დაგვეხმაროს.

 „რეალობის ნატიფი გრძნობით“ -  სწორედ ესაა ჩვენი სლოგანი.

 

programa “NEW”

ფესტივალმა პროგრამა „NEW“ წარადგინა 2011 წელს, პროგრამა საკონკურსოა და ცხადდევა რამდენიმე საერთაშორისო ახალი ამბების  პორტალში. პროგრამის იდეა წარმოიქმნა იმ უამრავი შეთავაზების საფუძველზე, რაც ფესტივალმა მიიღო 2009 წლიდან. პროგრამა აპლიკაციების საფუძველზე დგება.

 

GEORGIAN SHOWCASE - ქართული სპექტაკლების პროგრამა

ქართული სპექტაკლების პროგრამა ფესტივალის ყველაზე სათუთი „პროექტია“ და ქართული თანამედროვე თეატრის პოპულარიცასიას ემსახურება.

ყოველ წელს ფესტივალი წარმოადგენს ქართული თეატრის ახალ სპექტაკლებს, რომელსაც ესწრება ფესტივალის დირექტორები, კრიტიკოსები, არტ დილერები, თეატრების ხელმძღვანელები ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებიდან.

ფესტივალის  13 წლის განმავლობაში ჩვენ გვვქონდა აქტიური საერთაშორისო და ქართული პრესა  და  მედია

 

ფესტივალი საერთაშორისო თეატრალურ წრეებში განიხილება როგორც სტაბილური და მნიშვნელოვანი პარტნიორი.

 

2022 წელს ფესტივალი ევროპის თეატრალური კონვენციის წევრი გახდა.

ფესტივალის ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრია 2011 წლიდან. თუმცა 2015 წლიდან უკვე დატოვა წევრობა. 2016 წლიდან ფესტივალი ხდება კიდევ ერთი ორგანიზაციის წევრი : EUROPE FOR FESTIVALS FESTIVALS FOR EUROPE

ფესტივალი ინტეგრირებულია თეატრისა და ფესტივალების თითქმის ყველა საერთაშორისო პორტალზე: IETM international network for contemporary performing arts,  European Festivals Association, On The Move (Cultural Mobility Information Network),  European Association for Theatre Culture .

ფესტივალის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები წლების განმავლობაში:

ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, პოლონეთის კუტურის სამინისტრო, რუმინეთის კულტურის სამინისტრო, დიუმას ცენტრი, იაპონიის და კორეის კულტურის მენეჯმენტ სერვისი, შვედეთის ინსტიტუტი, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ირანის საელჩო, დანიის კულტურის განვითარების სააგენტო, ნორვეგიის განვითარების სააგენტო, პოლონეთის კულტურის სამინისტრო, იაპონიის ფონდი, გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის სახელმწიფო პროგრამები 

 

 რას წერენ ფესტივალზე :

თავად წარმოვადგენ ფესტივალს, რომელმაც სულ ახლახან იზეიმე 53- იუბილე და გაოგნებას ვერ ვმალავ, როგორ მოახერხა თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, ასეთ მოკლე ხანში მოეპოვებინა უპრეცედენტო პრესტიჟი და საერთაშორისო რეპუტაცია. ამ მიღწევის მნიშვნელობას ზრდის თბილისის გრეოგრაფიული მდებარეობა - იგი ხომ ხიდია ქვეყნებსა და კულტურებს შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს. უნიკალური ქართული თეატრის, ქართველთა ცნობილი ტრადიციებისა და სტუმარმასპონძლობის ნაზავი, ენთუზიაზმით სავსე, პროფესიონალი თანამშრომლებიეს ყველაფერი ერთად შესანიშნავი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვების საწინდარია.

იოსი ტალ-განი
ისრაელის ფესტივალებისა და თეატრების მრჩეველი
იერუსალიმი
ისრაელი

 

როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, თბილისის ფესტივალიც ერთგვარი ფანჯარაა მსოფლიოში მოქალაქეებისათვის. ფესტივალს მატერიალური შესაძლებლობები არც ისე ბევრი აქვს, არადა, სურვილი დიდია, მსოფლიო თეატრის უთვალავი სიმდიდრე გაუზიარო მაყურებელს! მიმაჩნია, რომ დღეს ეს ფესტივალი ბრწყინვალე მაგალითია, როგორ შეიძლება მაყურებლისადმი ყურადღებიანი, ჭკვიანი, მრავალფეროვანი, მოულოდნელი და გულუხვი დარჩე, მიუხედავად იმისა, რომ სახსრები შეზღუდული გაქვს. თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ იამაყონ ამ ფესტივალით. მსოფლიოს კი, თავის მხრივს, შეუძლია იამაყოს, რომ, მათ შორის ამ ფესტივალის წყალობით, არსებობს ქალაქი თბილისი - უდიდესი თეატრალური ტრადიციებისა და ამოუწირავი შემოქმედებითი ძალების მქონე ქალაქი.

რომან დოლჟანსკი

 

Tbilisi International  is a combiner, a link or a bridge between Theatre of Europe and Theatre of Asia...

 

The festival gives promise  of developing into a major

 

event in the European festival calendar.

 

 

© 2024 All Rights Reserved