ამბავი ფესტივალის მე-16 „წიგნიდან“

ისე მივიდა კაცობრიობა  21-ე საუკუნემდე, რომ ვერც ომი ავიცდინეთ, ვერც შიმშილი, ვერც ნგრევა და ვერც ადამიანების გაუცხოება, ხვალინდელი დღის მუდმივი  შიში და მორალური დანაკარგები.  „ქარიშხალია“ ! თუმცა სამყარო განახლებისთვის იბრძვის და დანაკარგების მიუხედავად, სიკეთე, სიმართლე და თავისუფალი ნება, აუცილებლად გამოვა გამარჯვებული ამ ბრძოლაში.

მოვლენები ხშირად თვითონ გკარნახობს როგორ დალაგდეს და ამჯერად ნამდვილად მივყევით მოვლენათ „კარნახის“ გზას. რა თქმა უნდა,ფესტივალისათვის შერჩევა იწყება ფესტივალამდე ბევრად ადრე, მაგრამ , როგორც ვთქვით, ხანდახან ისე ლაგდება,  როგორც შეიძლება თავიდან არ გეფიქრა. საბოლოო ჯამში კი ისეთ სურათს ღებულობ, როგორსაც თითქოს არ ელოდი, მაგრამ რომელიც თურმე შინაგადან უკვე არსებობდა. მისტიურად ჟღერს ? კი, თითქმის ისე,  როგორც  „ქარიშხალი“ , სადაც სიკვდილი მოჩვენებითია და რეგენერაციული და სადაც სამყაროს განახლების თემაა მთავარი. 

 სწორედ სამყაროს მუმდივი განახლების თემაა ალბათ წლევანდელი ფესტივალის მთავარი მიმართულება - ომებთან, შიმშილთან და სისასტიკესთან  ერთად, განახლების მუდმივი წყურვილი. სხვანაირად ადამიანი ვერ გაძლებს - მას მუდმივად ახალი სიკეთე სურს, განსაკუთრებით როდესაც თითქოს უძლურია ნგრევის და განადგურების წინააღმდეგ. თუმცა ადამიანი უძლური არასდროს არ არის -  ის სხვადასხვა სახით ყოველთვის იბრძვის და არ ნებდება -  არც პროსპერო ნებდება, როდესაც ელის თავის დროს უკაცრიელ კუნძულზე და ეს დრო როდესაც მოვა, პატიების გარეშე ის ამ ახალ ცხოვრებაში ვერ შედის ; არც მაუგლი ეგუება  იმ წესრიგს,  სადაც ადამიანები ზღუდავენ და იმორჩილებენ ბუნებას  და არც შიმშილის არტისტი, როდესაც მისი ტყუილი დიდება დნება და  ქრება....   შიში თრგუნავს, თუმცა არ დანებება მსხვერპლსაც მოითხოვს.

და ვინაიდან თეატრი სამყაროს სარკეა და ყველაზე სუფთა და ზუსტი  ანარეკლი, რას დავინახავთ ამ სარკეში ?  რა მეხსიერება დაგვრჩება თავისუფალი მხატვრების ბრწყინვალე ნამუშევრების ნახვის მერე ?  რას მოჰფენს სინათლეს თეატრი ?

To me, what is important in the theater is that we don't want to make a conclusion. We don't want to make a statement, don't want to say what something is. We want to ask, 'What is it?'

Robert Wilson

 

 

© 2024 All Rights Reserved