თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე 14  წელია თანამშრომლობს მოხალისეების შესანიშნავ გუნდთან. ეს საოცარი ახალგაზრდები  ფესტივალის არათუ მეგობრები არამედ მისი  განუყოფელი ნაწილი  ფესტივალის ყველაზე ხალისიანი და მდგრადი  ძალაა.

ფესტივალის მოხალისეები  ფესტივალის სამუშაო ჯგუფთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილს იკავებენ, როგორც საორგანიზაციო, ასევე საიმიჯო საკითხებშიფესტივალის მუშაობის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას სხვადასხვა  მიმართულებით.

მოხალისეებიდან უმეტესობა სტუდენტია; მაგრამ არიან ისეთებიც,ვინც ჩვენთან სტდენტობისას დაიწყო და უკვე პროფესიულ კარიერაშია და მაინც ჩვენთან მოდის და კვავ მოხალისედ.

მათ გარეშე ფესტივალი წარმოუდგენელია !

ფესტივალი ამაყობს ამ არაჩვეულებრივი ხალხით !

 

იმისათვის რომ ფესტივალის მოხალისეების გუნდს  ნაწილი გახდეთ წელს , გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენს შესახებ მოკლე ინფორმაცია და ფოტოსურათი მეილზე: Info@tbilisiinternational.com;

აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა !

უნდა იცოდეთ, რომ ფესტივალის გრაფიკი რთულია და დატვირთული;

უნდა იცოდეთ რომ უამრავ რაიმეს პირველად გაიგებთ და პირველად ნახავთ, მაგრამ ეს უნიკალური გამოცდილებაა !

„მოხალისე“ არ არის ანაზღაურებადი სამუშაო და დროებითია, მხოლოდ ფესტივალის განმავლობაში

მოხალისეები მონაწილეობენ  ტენიკურსეტაპებზე“; ეხმარებიან ტუმრებს უკე დაგეგმილი გრაფიკის განხორციელებაში; მოხალისეები მუშაობენ კულისებში და სცენაზე; ხვდებიან მაყურებელს ფესტივალის გუნდთან ერთად , მიმაგრებულნი არიან ტექნიკურ და სამასპინძლო ჯგუფებთან: მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა, როგრც საერთაშორისო სამუშაო ენა .

რას გაიგებთ ჩვენთან და რას ისწავლით:

მუშაობას საერთაშორისო კომპანიებთან სხვადასსხვა საკითხზე

მუშაობას ინდივიდებთან

თეატრის ტექნიკურ სირთულეებს

თეატრის მაგიურ შესაძლებლობებს

 

თქვენ გაიცნობთ უამრავ ადამიანს და მოგიწევთ მათ გრაფიკთან მორგება; ზოგჯერ არ არის ჭამის დრო; ზოგჯერ გვიან ვამთავრებთ ყველაფერს; ზოგჯერ ინტელექტუალური სამუშაოსთან ერთად ელემენტარული დალაგება ან საკურიერო საქმის შესრულება გიწევთ; დაიღლებით, ზოგჯერ გაბრაზდებით, ზოგჯერ მოგბეზრდებათ, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდებათ კულისების მიღმა სამყარო და მაყურებლის ოვაციებით აღფრთოვანება !

მაშ ასე, გელით!

ფოტოსურათის და მოკლე CV-ს ბოლო ვადა  15 სექტემბერია !

 

 

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved