
აინშტაინის უკანასკნელი სიყვარული
- რეჟისორი: თემო კუპრავა
- თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
- თარიღი:
- 26 სექტემბერი - 18:00 სთ,
თარგმანი - გურამ ბათიაშვილი
რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი - თემო კუპრავა
სცენოგრაფია ლევან წულაძის
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
რეჟისორის თანაშემწე - ნინო ჟორჟოლიანი
მონაწილეობენ:
აკაკი ხიდაშელი
ეკა ჩხეიძე
სპექტაკლის შესახებ:
,,ვიდრე ცოცხლები ვართ, არაფერი გვიან არ არის. უბრალოდ, ახლა შენს თავში ყველაფერი არეულ-დარეულია. მე და შენ ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენთ, დავალაგებთ... გავწმინდავთ, გავასუფთავებთ...თუ რამე ზედმეტია, მოვისვრით და დარჩება ის, რაც მთავარია-- შენ და მე. აბა, დააკვირდი: იმისათვის, რომ მე და შენ ერთმანეთს შევხვედროდით, მსოფლიოში რამდენი რამ უნდა მომხდარიყო--პლანეტარული კატასტროფები... რუსეთის რევოლუცია... ჯერ ლენინი, მერე სტალინი, დაიწყო რეპრესიები, ამის გამო საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნდით, გერმანიაში უნდა გამოჩენილიყო ჰიტლერი, ბერლინში, ოპერის თეატრის მოედანზე ჩემი წიგნები ცეცხლს მისცეს...მე ემიგრანტი გავხდი და აქ აღმოვჩნდი... რა საშინელებები არ მოხდა, რა ტრაგედიები... და ბოლოს ჩვენ ერთმანეთს შევხვდით... „
გენიალური ადამიანები არანაკლებ სისულელეს სჩადიან, არანაკლებ შეცდომას უშვებენ პირად ურთიერთობაში, არანაკლებ განიცდიან და არანაკლებ სტკივათ და ისინიც ყველაფერს დათმობენ საყვარელი ადამიანის ბედნიერებისთვის, რადგან გენიალურ ადამიანებს უფრო მეტი რამე აქვთ დასაკარგი, ისინი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ კაცობრიობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მზად არიან ყველაფერი დათმონ საყვარელი ადამიანის გამო.
პრემიერა შედგება 2022 წლის 21 დეკემბერს
ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე
1928 წელს დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მას შემდეგ 90 წლის განმავლობაში თეატრი განაგრძობს მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების დაცვას, სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, ხარისხზე ორიენტირებული რეპერტუარით ახერხებს „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრებას. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია. მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.
2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამედროვე თეატრის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად თეატრის წარმატებას განსაზღვრავს საუკეთესო მსახიობთა დასი, რეჟისორები, მხატვრები, კომპოზიტორები; ეს ის გუნდია, რომელიც 21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ გამოწვევებთან ერთად მუდმივი ექსპერიმენტების და განახლების ძიებაშია.
თეატრი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 7-10 ახალ სპექტაკლს დგამს. რეპერტუარში სხვადასხვა თაობის რეჟისორების მიერ დადგმული 30-ზე მეტი სპექტაკლია. ვთამაშობთ მსოფლიო და ქართულ კლასიკურ დრამატურურგიას, ამასთანავე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამედროვე ავტორებსა და ტექსტებს.
თეატრი სეზონის განმავლობაში 50 000-ზე მეტ მაყურებელს მასპინძლობს, რომლის უმეტესობაც ახალგაზრდა თაობაა.
მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. მარჯანიშვილის თეატრი თანამედროვე პოეტებისა და მწერლების მუდმივი თავშეყრის ადგილია, ვმასპინძლობთ ლიტერატურულ- საგანმანათლებლო საღამოებს, თანამედროვე დრამატურგების პიესების კითხვას, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს.
თეატრის საგასტროლო რუკა თითქმის ყველა კონტინენტს მოიცავს, ყოველწლიურად სტუმრობს ყველა დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალს.
ვანხორციელებთ ერთობლივ დადგმებს და პროექტებს: დიდ ბრიტანეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, საბერძნეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მაკედონიასთან.
2015 წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალური კონვენციის – ETC-ის წევრია.
თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი წერს:
„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი მარგველაშვილი
E-mail:info@marjanishvili.com