
ანას მომენტი
- რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
- თეატრი:ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
- თარიღი:
- 27 სექტემბერი - 20:00 სთ,
პრემიერა
ავტორი მარი ბექაური
რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი
სცენოგრაფია გიორგი უსტიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი გიორგი უსტიაშვილი
ქორეოგრაფი ირინა კუპრავა
კომპოზიტორი კონსტანტინე ეჯიბაშვილი
რეჟისორის თანაშემწე მაია მებონია
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ანა ნაკაშიძე- ნინო გოშაძე
ქმარი- ირაკლი კვერღელიძე
პოლიციელი- გიორგი სურმავა
ფსიქოლოგი ნინო სებისკვერაძე - თამუნა აბშილავა
ფსიქიატრი ვაჟა ფოფხაძე- რამინ კილასონია
პროკურორი ნათან სოიერი- ელგუჯა ქარაია
BNC ჟურნალისტი ჯეინ სმიტი- ნიარა ჭიჭინაძე
ბრიტანელი ფსიქოლოგი მარკ ლობგტომი- გენა შონია
სპექტაკლის შესახებ:
ახალგაზრდა წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძე მოულოდნელად მეხსიერებას კარგავს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. მისი ქმარი, ასევე, პოლიციელი და ფსიქოთერაპევტი ეჭვობენ, რომ ის ავად არ არის. ეს უცნაური ამბავი თანდათან მასშტაბებს იძენს, ქვეყნის ფარგლებს სცდება და იქცევა დიდი არეულობის დასაწყისად, რომელიც მანამდე გასტანს, სანამ მთელი მსოფლიო სიმართლის გარკვევის მოთხოვნით არ გაერთიანდება. მცირე რომანი „ანას მომენტი“, ერთი მხრივ, მესამე სამყაროს ხმაა, რომელიც თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ყურს არ სწვდება და მას გულგრილად უვლიან გვერდს, მეორე მხრივ კი პასუხია იმაზე, რა შეიძლება გახდეს ძალადობისა და ტერორიზმის საფუძველი. ეს არის სპექტაკლი რუსების მიერ საქართვლოს მიმართ ჩადენილ სასტიკ სამხედრო დანაშაულებზე. სამართლიანოაზე , რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს და ყველა დამნაშავენ უნდა აგოს პაუხი თავის დანაშაულზე. ეს არის სპექტაკლი პატარა ქვეყნის სიმართლეზე და პატარა ქვეყნის ქალ გმირზე , რომელიც ყველაფერს იზამს იმისთვის რომ დამნაშავეებმა ჩადენილ სისასტიკეზე პასუხი აგონ. ეს არის სპექტაკლი ღმერთზე, რომელმაც თითქოს სამყარო მიატოვ , მაგრამ თან თქვა ძალა ადამიანშია, ღმერთი თითოულ ადამიანშია. და ჩვენ გვაქვს იმის ძალა რომ სამყარო გავხადოთ უკეთესი - ამის შემდგომ კი ღმერთი დაფიქრდა და დიდი ხნის მანძილზე თვალი აღარ მოუშორებია ადამიანებისთვის.
ხანგრძლოვობა: 100 წუთი, ერთი შესვენებით
ფოთის სახელმწიფო თეატრს ვალერიან გუნიას სახელი 1963 წელს მიენიჭა.
1982 წელს ფოთის თეატრმა თავისი არსებობის ასი წლისთავი აღნიშნა.
დღეს, ფოთის თეატრი მიუხედავად დიდი ხნის ისტორიისა, ახალგაზრდა, თანამედროვე, დინამიურად განვითარებადი თეატრია. თეატრის ამოცანაა, მაყურებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მძაფრად გამოხატავს ჩვენი რეალობის მოთხოვნებს და გამოწვევებს. ფოთის თეატრში იდმება, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე დრამატურგთა პიესები. თეატრი ცდილობს შემოქმედებითი პროცესი მიმართოს თანამედროვე, აქტუალური და ხარისხიანი სპექტაკლების გამოშვებისაკენ, ხშირად თამამად ლაპარაკობს ტაბუდადებულ თემებზე. თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრებთან, საერთაშორისო ფესტივალებთან, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში აქტიურად იდგმება, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების მიერ განხორციელებული პროექტები. გარდა რეჟისორების მოწვევისა, ხდება ახალგაზრდა დრამატურგების, სცენოგრაფების, ქორეოგრაფების, კომპოზიტორების და მსახიობების მოწვევაც. მიმდინარეობს ახალი თეატრალური ენისა და მიმართულების ძიება. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი და კრიტერიუმი არის, ვიყოთ თანამედროვენი, ხარისხის მთავარი კრიტერიუმი კი არის შექმნილი პროდუქციის აქტუალობა-სიმძაფრე და მხატვრული ღირებულება.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საბა ასლამაზიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია :
ტელ: 555 327 689
sabaaslamazishvili@gmail.com