ბერსერკები II: მზიანი მხარე
- რეჟისორი: გიორგი ჯამბურია
- თეატრი:ქალაქის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
- თარიღი:
- 26 სექტემბერი - 17:00 სთ,
ავტორი ქეთი ნიჟარაძის პროზის მიხედვით
რეჟისორი გიორგი ჯამბურია
სცენოგრაფია თამარა მაღლაფერიძე
კოსტიუმების მხატვარი თამარა მაღლაფერიძე
კომპოზიტორი ზურაბ ბაბუნაშვილი, სანდრო თედიაშვილი
რეჟისორის თანაშემწე შალვა დევდარიანი
პროდიუსერი მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი
მონაწილეობენ:
მათე ხიდეშელი, სოფიკო გვიმრაძე, გვანცა ენუქიძე, მარიამ გაბუნია, ეთო ალექსაშვილი, თემო რეხვიაშვილი, ბექა ხაჩიძე, ნინი იაშვილი, ირაკლი ჩხიკვაძე
სპექტაკლის შესახებ:
„ბერსერკები II: მზიანი მხარე“ ეფუძნება ქეთი ნიჟარაძის პროზას, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უსამართლოდ მივიწყებულ ხმას. ქეთი ნიჟარაძის მძაფრი და შეურიგებელი ტექსტები ნათლად და უპრეტენზიო სიზუსტით აღწერს ჩვენი რეალობის ფუნდამენტურ კონფლიქტს საზოგადოებასა და მის წინააღმდეგ ამბოხებულ ინდივიდს შორის; მით უფრო, რომ ქეთი ნიჟარაძის ნაწარმოებების მოქმედების ძირითადი არეალი პატრიარქალური ტრადიციების ერთგული თბილისი, ხოლო პროტაგონისტთა უმრავლესობა - ქალია.
ხანგრძლოვობა: 180 წუთი, ერთი შესვენებით
ჩვენ ვართ "ქალაქის თეატრი", სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცე, რომელსაც ჩვენი ხელით ვაშენებთ და უკვე მეორე წელია ვცდილობთ, საქართველოში შევქმნათ სივრცე, სადაც თეატრის მოყვარულ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოვიდნენ ჩვენთან და ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამზარეულოს, ნახონ და გაიგონ ყველაფერი რაც აინტერესებთ, კულისები , მზადების პროცესი. სწორედ აქედან წამოვიდა თეატრის სახელის იდეაც.
ხელოვნების პროფესიონალ და გამოცდილ წარმომადგენლებთან ერთად დამწყები ხელოვანებისთვის ჩვენი სივრცე მუდმივად ღიაა. სპექტაკლების მხატრულად გაფორმებაში , კოსტიუმების შექმნაში აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტები , რომლებიც ჩვენთან დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს .სტუდენტი რეჟისორები, თეატრის მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.ასევე გვყავს მოხალისეები ,რომლებიც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებში იღებებენ მოწილეობას და მათი უმრავლესობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბარბარა ასლამაზი
თეატრის დირექტორი კონსტანტინე როინიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
511 19 29 95 ;
tbilisicitytheatre@gmail.com