ჯამბაზების სახლები

  • რეჟისორი: დიმიტრი სტამუ
  • თეატრი:მერლინ თოჯინების თეატრი
  • მასპინძელი თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (სხვენი)
  • თარიღი:
    • 27 სექტემბერი - 20:00 სთ,
    • 28 სექტემბერი - 20:00 სთ,

ვიზუალური თოჯინების თეატრი

რეჟისორი - დიმიტრი სტამუ

კომპოზიტორი - აქილეფს  ხარმპილასი

დიზაინი, ქორეოგრაფია -   მერლინის თოჯინების თეატრი 

მუსიკალური ადაპტაცია- აქილეფს ხარმპილასი

ფოტოგრაფი- დიმიტრის პოუპალოსი

 

მონაწილეობენ: 

დემი პაპადა, დიმიტრი სტამუ

 

სპექტაკლის შესახებ: 

თოჯინები უფროსებისათის
კლოუნების სახლები - თოჯინების თეორია ადამიანების არაფრისათვის

ერთი შენობა, ხუთი ბინა, ექვსი მოქმედი პირი. მაყურებელი ხედავს მათ  ცხოვრებას - ისინი  ჩაბნელებულ, კლაუსტროფობიურ გარემოში ცხოვრობენბევრი შიშითა და აკვიატებებით, სიმარტოვის გამძაფრებული შეგრძნებით

მერლინიდრამატიზებს და დემონიზირებას უწევს ამ ექვსი ადამიანის შიშებსა და  აკვიატებებს მანამ სანამ უხეშად არ დაისჯებიან და მერე კი, საბოლოოდ განთავისუფლდებიან ამ ნეგატიური გრძნობებისაგან

სპექტაკლი  არ წარმოადგენს  ეგზისტენციალურ ანალიზს. სპექტაკლის ავტორები განსაკუთრებულ დრამატიზებს უწევენ თანამდროვე ცხოვრების წესსტრაგედია და კომედია. კლოუნების სახლების ჩაბნელებულ ოთახებში თანამედროვე ადამიანები სიმარტოვეში ატარებენ ცხოვრებას; ციხის მსგავს სახლებში  ადამიანები საკუთარი ჩვევებისა და რუტინის ხაფანგში გაებნენ, მათი ოცნებები კი შორსაა დაკარგული.  

კლოუნების სახლებში კომბინირებული თოჯინების ტექნიკა გამოიყენება: მარიონეტები, გახსნილ სივრცეში თოჯინები, ობიექტები და ჩრდილების თეატრი. 

ორი მეთოჯინე ამოძრავებს თოჯინებსა და ობიექტებს, მათ პუბლიკა ვერ ხედავ . თუმცა მოძრაობის რეალიზმი, სამყარო სცენაზე და განათების სხვადასხვა პირობა ეხმარება სპექტაკლის ბნელ სენსაციას .

 

 

ხანგრძლივობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე

მერლინ თოჯინების თეატრი 1995 წელს ჩამოყალიბდა ათენში. თეატრმა ძალიან ბევრი სპექტაკლი ითამაშა წლების განმავლობაში , სპექტაკლებთან ერთად კი - ვორქშოფები თოჯინების შექმნასა და ტარებაში 

მერლინ თოჯინების თეატრს მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ ფესტივალზე, გამოფენაზე, კონფერნციებსა და საგანმანათლებლო სემინარებში. თეატრი თანამშროლობს ისეთ არტისტებთან როგორიცაა თაიგერ ლილიზ, დერთი გრენი ტეილზ და ოპერა ქაოტიკ. 

მერლინ თოჯინების თეატრის წევრები ცხოვრობენ და მუშაობენ ბერლინში.

ვებგვერდი: merlinpuppetry.com

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved