წყვეტილი ფიგურები

  • რეჟისორი: მიკიკო
  • თეატრი:ელევენფლეი x რიზომათიკს x კაილი მაკდოლანლდ
  • მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
  • თარიღი:
    • 9 ოქტომბერი - 20:00 სთ,
    • 10 ოქტომბერი - 20:00 სთ,

ელევენფლეი x რიზომათიკს x კაილი მაკდოლანლდ 
ცეკვითი წარმოდგენა  

რეჟისურა: მიკიკო 
სამხატვრო ხელმძღვანელი / მუსიკის ავტორი:  დაიტო მანაბე
ფოტოები: სუგურო საიტო 

მონაწილეობან:
კოჰმენ
საია კაორი
შოკო
ნაკაკო

 

სპექტაკლის შესახებ: 

წყვეტილი ფიგურები  არის თანამედროვე ცეკვა რომელიც სხეულის გამომსახველობას  მაემატიკური/კოლექტიური ინფორმაციაზე დაფუძნებული  მეთოდოლოოგით აღწევს. ციფრული და  ანალიტიკური მონაცემებირომელიც ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე იქმნებაქორეოგრაფიას კვებავს და სხეულის სქემისა და მოძრაობის ახალ ხედვის საშუალებას იძლევა. კონკრეტული სივრცის  საკვლევი სისტემა სცენის მონაცემებსა  და ვიდეო გამოსახულებიდან  მიღებული მოცეკვავის პოზების მონაცემებს ერგება  იმისათვის მაგალითადრომ გარკვეული მოძრაობის პროექცირება მოხდეს რაც შეიძლება მიახლოებულად ამ მოძრაობასთან სცენაზე განთავსებულ მართხკუთხა  ჩარჩოებში. ხოლო ფოიეში და დარბაზში  მაყურებლის წინასწარ გადაღებული ვიდეობისა და მოცეკვავეთა  მოძრაობის მონაცემთა  ანალიზი იძლევა საშუალებას მაყურებლის პროექცია ისე მოხდეს ეკრანზე, თითქოს სწორედ ისინი ცეკვავენ.  

სცენაზე სეტი და  გარემო მიკროდრონებიდან მართხკუთხა  ჩარჩოების ჩათვლით მოცეკვავეების ყველა მოძრაობაზე რეაგირებს; მოძრაობაზე რომელიც უამრავ წესსა და ალგორითმს ეფუძნება სხეულის ახალი გამომსახველობის შექმნის  მიზნით.  

კომპანია  2018 წლიდან დღემდე წარმოადგენს სპექტაკლს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე; მათ შორის მონრეალში, სანფრანცისკოში, ტოკიოსა და ბარსელონაში.  
2019
წელს სპექტაკლმა მიიღო იაპონიის მედია ხელოვნების ფესტივალის ხელოვნების დივიზიის ბრწყინვალების ჯილდო.

ხანგრძლივობა: 60 წუთი

 

პრესა:

,,წყვეტილი ფიგურები” აერთიანებს საშემსრულებლო ხელოვნებსა და მათემატიკას ადამიანის სხეულსა და კომპიუტერის მიერ წარმოქმნილ მოძრაობას შორის (სიმულაციური სხეულები) დრამატულ კვლევაში. 

რიზომათიქს რესერჩ  და ელევენფლეის არაერთმა ინოვაციურმა  თანამშრომლობამ მიიღო საერთაშორისო აღიარება. კონცეპტუალური  სიახლეებისა  და  უმაღლესი დონის ტექნიკური მიღწევების შერწყმით, კომპანიებმა გახსნეს ჯერ კიდევ სრულიად გამოუკვლეველი შესაძლებლობები საშემსრულებლო ხელოვნებაში -  ცეკვაში, ინსტალაციისა  და მედია არტის ტანდემის პერსპექტივიდან . 

წყვეტილი ფიგურები აერთიანებს საშემსრულებლო ხელოვნებსა და მათემატიკას ადამიანის სხეულსა და კომპიუტერის მიერ წარმოქმნილ მოძრაობას შორის (სიმულაციური სხეულები) დრამატულ კვლევაში. როგორც სირთულის დამატებითი ფენა, სპექტაკლი იყენებს დრონებს;  A.I (ხელოვნური ინტელექტს)  და კომპიუტერულ ცოდნას რათა დასაბამი მისცეს ჯერ კიდევ გამოუმჟღავნებელ შესაძლებლობებს ცეკვასა და მოძრაობაში; მოძრაობებს, რომელიც სცდება ადამიანის პირობითი საზღვრების სუბიექტურობასა და ემოციურ გამომსახველობას.

რიზომათიკს იკვლევს ტენქოლოგიისა ახალ შესაძლებლობებს ისეთი ექსპერიმენტული პროექტების მეშვეობით,რომელიც კვლევისა და განვითარებას R&D ყველა ეტაპს  მოიცავს . ასეთი პოექტები გულისხმობს სრულ პასუხისმგებლობას პროცესზე ტექნიკიდან დაწყებული პროგრამირებითა და მართვით დასრულებული. რიზომათიკს R&D  (კვლევა და განვითარება) პროექტებისა და ნამუშევრებს ძირითადი მიზანია  ადამიანებსა და და ტექნოლოგიიებს შორის კავშირის დეტალური კვლევა. ამასთან ერთად, კომპანია წარადგენს ყველაზე მოწინავე შედეგებსა და  ნამუშევრებს სხვა  არტისტეთან, მეცნიერებთან და მკვლევარებთან თანამშრომლობით.

ვებსაიტი: rhizomatiks.com

 

 ELEVENPLAY /ილევენფლეი

 ესაა საცეკვაო კომპანია, რომლის რეჟისორი, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი არის MIKIKO/მიკიკო.

ELEVENPLAY მიკიკომ  2009 წელს დააარსა, იმ იმედით, რომ მოამზადებდა მოცეკვავეებს, რომლებშიც  შემოქმედებითი ალღო და ნიჭი დახვეწილ ტექნიკასთან, სხეულსა და სულთან იქნებოდა შერწყმული.

სხვადასხვა ჟანრის მოცეკვავე ქალებისგან დაკომპლექტებულ ELEVENPLAY-ს გამოხატვის მრავალფეროვანი მეთოდები აქვს,  სასცენო წარმოდგენებიდან ვიდეონამუშევრებამდე და ფოტოგრაფიულ თხრობამდე.

 არაერთხელ გვითანამშრომლია Rhizomatiks Research-თან, რომლის რეჟისორი დაიტო მანაბე; პატივი გვქონდა, ერთ-ერთი ასეთი ნამუშევარი "Sónar Festival", "Festival Internacional Cervantino", "MUTEK MEXICO", "MUTEK Montréal" და "Gray Area Festival"-ზე წარმოგვედინა.

 დიდი მონდომებით ვაფართოვებდით ჩვენი წარმოდგენების არეალს მთელ მსოფლიოში, რისი მოწმობაც გახდა Rhizomatiks Research-სა და ELEVENPLAY-ს ერთობლივი ტური აშშ-ში 2018 წლის იანვარში, სახელწოდებით [Things]. დიდი წარმატება ხვდა იმავე წლის  ELEVENPLAY/ Rhizomatiks Research /კაილ მაგდონალდის  ერთობლივ აპრილის ტურს ჩრდილოეთ  ამერიკაში, სახელწოდებით [Discrete figures].

  ვებსაიტი: https://elevenplay.net

 

 MIKIKO/მიკიკო

მიკიკო, სცენოგრაფი და ქორეოგრაფი.

როგორც საცეკვაო კომპანია ELEVENPLAY-ს დირექტორი და მთავარი ქორეოგრაფი, მიკიკო  კომპანიის უაღრესად ნიჭიერი მოცეკვავეების მეშვეობით მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ არტისტულ ატმოსფეროსა და სამყაროს ქმნის.

 შემოქმედებითი და ქორეოგრაფიული მიმართულების ჩამოყალიბებაში მიკიკო არაერთ ცნობილი იაპონელ არტისტს დახმარებია, ისეთებს,  როგორებიცაა Perfume, BABYMETAL, Ringo Shiina და სხვები - როგორც სასცენო, ისე სხვადასხვა MV და CM ფორმატში.

იაპონიაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, მიკიკოს ნამუშევრებმა გამორჩეული რეპუტაცია მოიხვეჭა მედიახელოვნების სფეროში. მიკიკოს სამყაროში რეალური და ვირტუალური სამყაროების ნაზავი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების განსაკუთრებული ხერხებით, რაც  მისი ქორეოგრაფიისათვისაა დამახასიათებელი, მყისიერ აღფრთოვანებას იწვევს.

არტისტები, რომლებთანაც სხვადასხვა დროს მიკიკო თანამშრომლობდა, როგორც წესი, რომელიმე ერთი ჟანრის ზღვრებს სცდებიან.

 

 კაილ მაგდონალდი

კაილ მაკდონალდი მედიამხატვარია, რომელიც კოდირების მეშვეობით მუშაობს, იგი ღია პროგრამული უზრუნველყოფის შემოქმედებით-ინჟინრულ მეთოდს,  openFrameworks-ს იყენებს და ისეთ ინსტრუმენტებს ქმნის, რომლებიც ხელოვანებს შემოქმედებით პროცესში ახალი ალგორითმების მოშველიებაში ეხმარება. კაილს ჩვევად აქვთ, თავისი იდეები და პროექტები მანამდე გააცნოს საზოგადოებას, სანამ მათზე მუშაობას დაასრულებს. ის ქსელურ კომუნკაციასა და კომპიუტერულ პროცესს არტისტულად ,,არღვევს“, სისტემების მუშაობაში ხარვეზებსა და მიკერძოებებებს იკვლევს, ააშკარავებს და ამ ცნებებს ისე აფართოვებს, რომ იდენტობით დაწყებული და ჩვეული ურთიერთობით დასრულებული, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. კაილი ნიუ-იორკის უნივერისტეტის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროგრამირების პროფესორია, არის F.A.T. ლაბორატორიის მონაწილე, openFrameworks -ის მენეჯერი, ამასთან კარნეგი მელონის შემოქმედებითი კვლევის სტუდიისა და YCAM -ის ( იაპონია) ხელოვანი რეზიდენტი. ისეთი სახელოვნებო ორგანიზაციები და პროექტები, როგორებიცაა NTT ICC, Ars Electronica, Sonar/OFFF, Eyebeam, Anyang Public Art Project და Cinekid, რეგულარულად აფინანსებენ მის სამუშაო პროცესს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწყობენ მათ ჩვენებებს, გამოფენებსა თუ ფესტივალებზე. კაილი ხშირად აწყობს უორკშოპებს, რომლებზეც კომპიუტერულ ხედვასა და მსმენელთან ინტერაქციას იკვლევს.

 ვებსაიტი:

http://kylemcdonald.net

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved