დონ ჟუანი
- რეჟისორი: ლევან წულაძე
- თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
- მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
- თარიღი:
- 27 სექტემბერი - 20:00 სთ,
ჟან ბატისტ მოლიერი
(გამოყენებულია სცენები ალექსანდრე პუშკინის, პიერ კორნელიოს და ედმონ როსტანის პიესებიდან)
რეჟისორი - ლევან წულაძე
რეჟისორის ასისტენტი - თემო კუპრავა
კოსტიუმების მხატვარი - ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი - თინათინ წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი - ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეო ინსტალაცია - დათა დვალიშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ნინო კალანდაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
დონ ჟუანი - პაატა პაპუაშვილი
სგანარელი - ნიკა კუჭავა
ელვირა - თეონა ქოქრაშვილი
შარლოტა - ანუკა გრიგოლია
ლაურა - ანუკა გრიგოლია
მატურინა - ანა ვასაძე
დონა ანა - ანა ვასაძე
დონ კარლოსი - ჯეჯი სხირტლაძე
სიკვდილი - მარიამ ღვინიანიძე
პიერო - გიორგი გრძელიძე
დიმანში - ჯეჯი სხირტლაძე
სპექტაკლის შესახებ:
ეს არის სპექტაკლი გმირის სულიერ კრიზისზე. ადამიანზე, რომელიც სიყვარულს ეძებს და ამ ძიებაში საკუთარ თავს კარგავს.
ეს არის სპექტაკლი ვნებებზე, შეცდომებზე და აქედან გამომდინარე მძიმე სასჯელზე.
თავგადასავალი, სწრაფვა ამ სამყაროში სიმართლისა და სიყვარულის აღმოჩენისა.
„არავინ არ იცის ვინ ვარ სინამდვილეში და რაც მთავარია მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ ვინა ვარ“ - დონ ჟუანი
ხანგრძლივობა: 120 წუთი, ერთი შესვენებით
ასაკი 16+
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
სეზონის გენერალური სპონსორია თიბისი ბანკი