ეს ასეა (თუკი თქვენ გეჩვენებათ, რომ ასეა)

  • რეჟისორი: გოგი მარგველაშვილი
  • თეატრი:მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  • თარიღი:
    • 28 სექტემბერი - 20:00 სთ,
    • 29 სექტემბერი - 20:00 სთ,

ლუიჯი პირანდელო 

რეჟისორი: გოგი მარგველაშვილი

სცენოგრაფია: ნინო ჩიტაიშვილი 

კოსტიუმების მხატვარი: ნინო ჩიტაიშვილი 

ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე

რეჟისორის თანაშემწე: სოფო ორჯონიკიძე, მარიამ ჟამერაშვილი

 

მონაწილეობენ:
გია აბესალაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, თემო გვალია, ანა-მარია გურგენიშვილი, ნინო ლორთქიფანიძე, ანა მატუაშვილი, გოგა პიპინაშვილი, გია როინიშვილი, ეკა ჩხეიძე, დარეჯან ხაჩიძე, დარეჯან ჯოჯუა.თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი: თორნიკე ნუკრაძე

 

სპექტაკლის შესახებ:

ამ დრამის მთავარი არსი ისაა რომ ადამიანებს გააგებინოს ერთი ჭეშმარიტება...ყოველი ჩვენთაგანი ამაოდ წარმოიდგენს თავს „მთლიან“ და განუყოფელ არსებად, როცა სინამდვილეში ჩვენში აურაცხელი მოჩვენებითი სახეებია... იმდენი რამდენის გამოვლენის საშუალებაც მოგვეცემა... თითოეულ ჩვენთაგანს უნარი აქვს ერთთან ერთი იყოს, მეორესთან - მეორე, მაგრამ ამავე დროს თავს მაინც ილუზიებით ვინუგეშებთ, ვითომ ყველასთან ერთნაირი ვართ, რომ ყოველ ჩვენს მოქმედებაში ჩვენს „მთლიან შინაგან არსს“ ვინარჩუნებთ!..

 

ხანგრძლივობა: 130 წუთი, ერთი შესვენებით

 

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი „ჩვენ მოვედით, რომ ყველაფერი შეგვეცვალა თეატრში“ - მიხეილ თუმანიშვილი. კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე 1975 წელს შეიქმნა და 1978 წელს ოფიციალურად გაიხსნა თეატრალური სახელოსნო - კინომსახიობთა თეატრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი უბრწყინვალესი რეფორმატორი, რეჟისორი და უნიკალური პედაგოგი, მიხეილ თუმანიშვილი იყო, ხოლო ძირითადი ბირთვს კი „თუმანიშვილის სკოლის“ მოწაფეები, ექსპერიმენტული ჯგუფის სტუდენტები - რეჟისორები და მსახიობები წარმოადგენდნენ. რეპერტუარი მუდამ ივსებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლებით, იყო მრავალი გასტროლი, საერთაშორისო ფესტივალი და დიდი წარმატება. რაც მთავარია, ეს მცირე ფორმის სტუდიური თეატრი მუდამ უყვარდა, სჭირდებოდა და ეამაყებოდა ქართველ მაყურებელს. 1996 წელს მიხეილ თუმანიშვილი გარდაიცვალა და კინომსახიობთა თეატრს მისი სახელი ეწოდა. დღეს „თუმანიშვილში“ მისი მოწაფეები მოღვაწეობენ. რეპერტუარში უწყვეტადაა გამორჩეული ხანდაზმული სპექტაკლი „ბაკულას ღორები“. თეატრი ცდილობს შეინარჩუნოს თუმანიშვილის დანატოვარი „ჩვენი პატარა ქალაქი“. მათში თანდათან შედიან ახალგაზრდები, რათა ეზიარონ ძველ გამოცდილებას და იგრძნონ ატმოსფერო. თეატრის დღევანდელი აფიშა მრავალფეროვანი და საინტერესოა. აქ სიამოვნებით მოდიან უცხოელი რეჟისორები, მუშაობენ განსხვავებული მეთოდიკით და ქმნიან ახალ სპექტაკლებს. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სარეპერტუარო თეატრია. თეატრს სახელმწიფო აფინანსებს, შედგება მუდმივი დასისა და მოწვეული მსახიობებისაგან. თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელია - იოანე (ვანო) ხუციშვილი, თეატრის დირექტორი კი - ლევან (ჯაბა) მჭედელაძე. თეატრის სცენა თავად მიხეილ თუმანიშვილმა დააპროექტა. ტექნიკურად გამართული სცენა კულისებისა და ფარდის გარეშე, სამივე მხრიდან არის გახსნილი. ადგილების რაოდენობა - 190. 2012 წელს გაიხსნა მცირე დარბაზი, რომელიც ძირითადად გამიზნულია თეატრალური ექსპერიმენტებისა და სტუდიური მუშაობისათვის. ადგილების რაოდენობა - 65 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: იოანე (ვანო) ხუციშვილი

თეატრის დირექტორი:ლევან მჭედელაძე

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 322 35 01 94/ info@tumanishvilitheatre.ge

 

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved