
ფიროსმანი
- რეჟისორი: ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
- თეატრი:მოხეტიალე მთვარის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (სხვენი)
- თარიღი:
- 28 სექტემბერი - 20:00 სთ,
ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
რეჟისორი: ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
სცენოგრაფია: ნინო კიტია და ირინე ყველიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ნინო კიტია და ირინე ყველიაშვილი
კომპოზიტორი: ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
მონაწილეობენ:
მეთოჯინეები:
ფიროსმანი - ლუკა ჭულუხაძე , გიორგი თოთაძე , ლელა ხაჩატუროვი ;
ფიროსმანის მამა - გიორგი თოთაძე ;
ფიროსმანის დედა - ნინო კოტაშვილი ;
არქივარიუსი - ალექსანდრე კვეზერელი ;
მეეზოვე - ლევანი ბაიდაური , ლელა ხაჩატუროვი , ნიკოლოზ
მჭედლიშვილი ;
ელისაბედი - ალექსანდრე კვეზერელი , ნანიშა მეტრეველი ;
დიმიტრა - ლევანი ბაიდაური , ნიკოლოზ მჭედლიშვილი , ნინო
კოტაშვილი ;
ნაჩალნიკი - ნინო კოტაშვილი ;
ყვავი - ნიკოლოზ მჭედლიშვილი , ლევანი ბაიდაური ;
ლადო - ალექსანდრე კვეზერელი , ნანიშა მეტრეველი , ლელა
ხაჩატუროვი ;
მარგარიტა - ალექსანდრე კვეზერელი , ნანიშა მეტრეველი , ლელა
ხაჩატუროვი ;
მეთევზე - ალექსანდრე კვეზერელი ;
დრაკონი - ლევანი ბაიდაური , ალექსანდრე კვეზერელი , ნიკოლოზ
მჭედლიშვილი ;
მარცვალი - ნინო კოტაშვილი ;
საწყალი ქალი - ლელა ხაჩატუროვი
სპექტაკლის შესახებ:
მოხეტიალე მთვარის თეატრის“ სპექტაკლი „ფიროსმანი“ წარმოადგენს
თოჯინების თეატრის პრინციპით შექმნილ სპექტაკლს, რომელიც
გვიამბობს გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის
ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
სპექტაკლი „ფიროსმანი“ გვიამბობს და გვიზიარებს უცნაური ხასიათის
მქონე გენიალური ქართველი მხატვრის ცხოვრების ისტორიას, რომელიც
ბედისწერის, გაჭირვებისა თუ იმდროინდელი საზოგადოებრივი აზრის
მიუხედავად ის საბოლოო ჯამში არ კარგავს ადამიანურ სახეს, ერთგული
რჩება ისეთი ღირებულებებისადმი როგორიცაა სიყვარული,
ერთგულება, ღირსება, თანაგრძნობა ადამიანის მიმართ და თავისი
ქცევითა და შემოქმედებით მაგალითს აძლევს სხვებსაც.
ასევე სპექტაკლი “ფიროსმანი” წარმოადგენს გარკვეულწილად
საგანმანათლებლო სპექტაკლს ახალგაზრდებისთვის და ასევე უცხოელებს , რომ უკეთ გააცნოს ფიროსმანი . შემოქმედებითი
ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია დაანგრიოს ჩვენი საზოგადოების
ცნობიერებაში არსებული სტერეოტიპი, კიბის ქვეშ მცხოვრები“ლოთი,
ღარიბი და საცოდავი ხელოვანის შესახებ”, ,რომელიც საბჭოთა
პერიოდში შეიქმნა და დღემდე სკოლებშიც კი ასეთი სახით ისწავლება.
„მოხეტიალე მთვარის თეატრი“ უზიარებს,როგორც მოზარდებს ასევე
უფროს თაობას, ძლიერი პიროვნების და გენიალური მხატვრის
ცხოვრების ისტორიას, რომელმაც ყველანაირი გაჭირვებისა თუ
ცხოვრებისეული ტრაგედიის მიუხედავად შეძლო და იპოვნა სულიერი
ძალა, თავი დააღწია ყველანაირ ქარტეხილს და მარადიულად დარჩა
ქართველი ერის ცნობიერებაში. სპექტაკლი გახლავთ თეატრალურად განსხვავებული ექსპერიმენტი, ამ სპექტაკლით „მოხეტიალე მთვარის თეატრი“ ახორციელებს ფორმისა და შინაარსის განსხვავებულ მიდგომებს. ფორმის თვალსაზრისით ეს გამოიხატება: თოჯინების,თითების და დრამატული თეატრის სინთეზით. ხოლო შინაარსობრივი თვალსაზრისით შემოქმედებითი ჯგუფი ცდილობს ამ ექსპერიმენტული ფორმით გამოხატოს განსხვავებული შინაარსი, ახლებური გადააზრება ნიკო ფიროსმანის
პიროვნების და შემოქმედების შესახებ.
ხანგრძლოვობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
„მოხეტიალე მთვარის თეატრი“, წარმოადგენს დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანიას რომელიც სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს (სპექტაკლები, პერფომანსები, გამოფენები, წარმოდგენები) ახორციელებს.მოხეტიალე მთვარის თეატრი“ დაარსდა 2019 წლის 15 იანვარს და დღემდე აქტიურად განაგრძობს არსებობას. რეჟისორი და დამაარსებელი ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი.
მოხეტიალე მთვარის თეატრი“ ემსახურება შემდეგ მიზნებს:
1. ქართული თეატრისა და კულტურის პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ;
2. თეატრი და შემოქმედება მიიტანოს იმ ადამიანებამდე, რომლებიც თეატრამდე ვერ მოდიან.
3. აღმოაჩინოს ნიჭიერი ახალგაზრდები და მისცეს მათ თვითრეალიზების შესაძლებლობა;
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
თეატრის დირექტორი: ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 555 39 59 03
kotashvilin1@gmail.com