ფრეკენ ჟული

  • რეჟისორი: ლევან წულაძე
  • თეატრი:თეატრი სახელოსნო 42
  • მასპინძელი თეატრი :თეატრი სახელოსნო 42
  • თარიღი:
    • 26 სექტემბერი - 20:00 სთ,

ავგუსტ სტრინდბერგი

 

თარგმანი | დათო გაბუნია

რეჟისორი და სცენოგრაფი | ლევან წულაძე

კოსტიუმების მხატვარი | ნინო სურგულაძე

ქორეოგრაფი | თინათინ წულაძე

მუსიკალური გამფორმებელი | ზურაბ გაგლოშვილი

ვიდეო ინსტალაცია | დათა დვალიშვილი

ციფრული ვიზუალური ნამუშევრების ავტორი | ლევან გელიაშვილი ერედელი

ტექნიკური რეჟისორი | თამარ ფრუიძე

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ფრეკენ ჟული - ანა ვასაძე

ჟანი - პაატა პაპუაშვილი

კრისტინი - ანუკა გრიგოლია

სპექტაკლის შესახებ:

,,ფრეკენ ჟული ერთ-ერთი ყველაზე, საინტერესო, მრავლისმთქმელი და ღრმა პიესაა სარეჟისორი და სამსახიობო თვალსაზრისით.
ეს არის ამბავი, კლასობრივად სრულიად სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ადამიანებზე, რომლებიც სურვილების და მანიპულაციის გამაბრუებელ ფერხულში ებმებიან.

 

სპექტაკლის დასაწყისი | 20:00

ხანგრძლივობა 90 წუთი, შესვენების გარეშე

ასაკობრივი შეზღუდვა - 16+

თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.

თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.

სეზონის გენერალური სპონსორია თიბისი ბანკი

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved