ჰა !

  • რეჟისორი: სანდრო კალანდაძე
  • თეატრი:თეატრი კომპანია ჰარაკი
  • მასპინძელი თეატრი :თეატრალური კომპანია „ჰარაკი“
  • თარიღი:
    • 29 სექტემბერი - 17:00 სთ,

 

ავტორი - მარიამ მეგვინიტე

რეჟისორი - სანდრო კალანდაძე

სცენოგრაფია - თამრი ოხიკიანი

კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ანი ზაქარეიშვილი

რეჟისორის თანაშემწე - თემო რეხვიაშვილი, ლიზი ტყეშელაშვილი

მონაწილეობენ -  ანანო მახარაძე

 

 

სპექტაკლის შესახებ:

ჰა ! - ერთი ქალის მონიპიესაა.

ჰა - მკვდრების ხმაა, მშრალ ნაპირებზე ზღვის გადმოსროლილი, რომელიც ყვება ომში უსამართლოდ დაღუპული ადამიანების ამბებს და არტიკულირებს რეალობას, რომელიც ქაოტურად გროვდება ჩვენს სხეულსა და გონებაში და არ აქვს განთავისუფლების ფორმა. მსოფლიოს ყველაზე კრიტიკულ და ტრაგიკულ ადგილებში თუ ქალაქებში ჩნდებაჰა” - ხმა, რომელიც გვახსენებს სინამდვილეს.

პერფორმანსის ფორმა მთლიანად განსაზღვრაკონკრეტულმა სავარჯიშოებმა და მეთოდმა, რომელზეც რეჟისორი სანდრო კალანდაძე ბოლო პერიოდში მუშაობს და რომლის მთავარი პრინციპიც სუნთქვა და ბგერაა.

 

ხანგრძლოვობა - 30 წუთიშესვენების გარეშე

 

 ჰარაკითეატრალური კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა. გუნდის მთავარი სამუშაო პრინციპი ფორმის კვლევაა, გულახდილი დიალოგი და კოლაბორაცია. დასი შედგება მუდმივი ცხრა წევრისგან - დრამატურგი, რეჟისორი, მენეჯერი და ექვსი მსახიობი - და ყველა ნამუშევარი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქმნება. ჰარაკი ასევე მასპინძლობს სხვა სადადგმო გუნდებსაც, რომელთა ხედვა ემთხვევა ჰარაკისას, და ცდილობს არ შემოიფარგლოს მხოლოდ თეატრის საქმიანობით არამედ იყოს ღია, აქტიური და კრიტიკული კულტურული სივრცე ქალაქში.

გუნდის მიზანია ჩაებას პროცესში, და ამ პროცესის შედეგად შექმნას ნამუშევარი, რომელიც თვითშემეცნებას და საზოგადოებასთან ახალი შეხების წერტილების პოვნას ემსახურება. ფიზიკურად თეატრი 2021 წლის 15 მაისს ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის #1-ში გაიხსნა. თეატრი თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარი სახსრებით და ენთუზიაზმით საზრდოობს.

 

სამხატვრო ხელმძღვანელი : სანდრო კალანდაძე
თეატრის დირექტორი: მარიამ მეგვინიტე,
e.mail - theatrecompanyharaki@gmail.com
Tel  +995 555101768,

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved