ჰელვერის ღამე
- რეჟისორი: გიორგი თავაძე
- თეატრი:ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
- მასპინძელი თეატრი :შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი (დიდი სცენა)
- თარიღი:
- 25 სექტემბერი - 19:00 სთ,
პრემიერა
ინგმარ ვილკვისტი
დამდგმელი რეჟისორი - გიორგი თავაძე
რეჟისორი - კახაბერ გოგოლაშვილი
სცენოგრაფია და კოსტიუმები - ვერა ყიფიანი
მუსიკალური გამფორმებელი - გიორგი თავაძე
რეჟისორის თანაშემწე: ვახტანგ ამანათიძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
კარლა - ევა ხუტუნაშვილი
ჰელვერი - რამაზ იოსელიანი
სპექტაკლის შესახებ:
,,ყველაფერი მაშინ გადაწყდა, როცა კარლაში ღმერთი მოკვდა!
დიდი ხნის წინ, ერთმანეთს შემთხვევით შეხვდნენ და იმ იმედით, იქნებ, ასე მაინც შეცვლილიყო რამე, ერთად ცხოვრება დაიწყეს. თუმცა, გადაწყვეტილება მხოლოდ ერთმა მიიღო. საერთოდაც, ყველა გადაწყვეტილებას ერთი იღებდა- იქნებოდა ეს ყველიანი ღვეზელის გამოცხობა, თუ სამკურნალო აბებით ზედოზირება. გარეთ განსხვავებულებს დასდევდნენ და დაუნდობლად ყრიდნენ სატვირთო მანქანაზე. ჰელვერიც განსხვავებული იყო. და რადგან ხსნა არსად ჩანდა, კარლამ ღმერთის მისია საკუთარ თავზე აიღო და გადაწყვიტა!”
ხანგრძლოვობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი 162 წლის ისტორიას ითვლის. მასში ასახულია თეატრის მრავალწახნაგოვანი ცხოვრება, შემოქმედებითი მიღწევები, იმ საზოგადო მოღვაწეთა და სცენისმოყვარეთა საქმეები, რომელთა დაუღალავი შრომის საფუძველზე განვითარდა ჯერ პროფესიული, შემდეგ- თანამედროვე მესხიშვილის თეატრი .
მესხიშვილის თეატრი იყო და რჩება ცოცხალ თეატრად, რაც მუდმივი ტრანსფორმაციით და თანამედროვე ტენდენციებისაკენ უწყვეტი სწრაფვით გამოვლინდება. 2023 წელს თეატრმა დააარსა დრამატურგთა კონკურსი „ ქართული დრამატურგია- ქართული თეატრის საფუძველი“. შერჩეული საკონკურსო პიესები, სცენური კითხვის ფორმატში, მაყურეებლის წინაშე წარმოადგინეს მსახიობებმა, ხოლო გამარჯვებული პიესა თეატრის სცენაზე დაიდგა.
კონკურსის ფარგლებში თეატრმა ახალი კონტაქტები დაამყარა თანამედროვე ქართველ დრამატურგებთნ.
ასევე, რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე უცხოურ დრამატურგიას. ძველი ტექსტებიც, იქნება ეს ქართული თუ უცხოური კლასიკა, რედაქტირებას განიცდის და მხოლოდ შემდეგ წარდგება მაყურებლის წინაშე. ეს პროცესი, ბუნებრივია არ გულისხმობს უხეშად ჩარევას ორიგნალურ სინტაქსში და მწერლის სტილობრივ თავისებურებებში.
მაყურებელთან საკომუნიკაციოდ თეატრი იყენებს მოქნილ ენას და მას თანამედროვე ევროპული თეატრის უახლესი ტენდენციების გამოყენებით ესაუბრება. თანამედროვე ევროპული თეატრალური ტენდენციების კვალდაკვალ ვითარდება თეატრის რეჟისურა და სამსახიობო ოსტატობა. მესხიშვილის თეატრში ფუნქციონირებს საექსპერიმენტო სცენა, რომელიც თამამი თეატრალური .
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი თავაძე
თეატრის დირექტორი: გიორგი თავაძე
საკონტაქტო ინფორმაცია:
Mob. +995595458008;
email - giorgigogoa@gmail.com