ბამბის მინდვრების სიმარტოვეში

  • რეჟისორი: ტიმოფეი კულიაბინი
  • თეატრი:ლატვიური ,,დაილეს” თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია
  • მასპინძელი თეატრი:გრიბოედოვის თეატრი
  • თარიღი:
    • 22 მარტი - 20:00 სთ,
    • 23 მარტი - 20:00 სთ,

ლატვიური ,,დაილეს” თეატრის და ეკატერინა იაკიმოვას კოპროდუქცია  

დრამა

პიესის ავტორი: ბერნარ-მარი კოლტესი
რეჟისორი: ტიმოფეი კულიაბინი
ხმის დიზაინერი: ტიმოფეი პასტუხოვი
დიზაინერი: ოლეგ გოლოვკო
ქორეოგრაფი: ანა აბალიხინა

ხანგრძლივობა: 60 წუთი,  შესვენების გარეშე

 

მონაწილეობენ:

ინგებორგა დაპკუნაიტე და ჯონ მალკოვიჩი

 

გენერალური პარტნიორი: ბლავატნიკების ოჯახის ფონდი/ Blavatnik Family Foundation

 

სპექტაკლის შესახებ:

,, მათი გარიგება  კომერციული ტრანზაქციაა, რომელიც  აკრძალულ ან სხვაგვარად მკაცრად კონტროლირებულ საქონელს უკავშირდება. გარიგებები ნეიტრალურ და დაუკონკრეტებელ სივრცეებში ხდება - სივრცეებში, რომლებიც არ არის განკუთვნილი ასეთი ტრანზაქციებისთვის - გარიგებაში ორი მხარეა:  პირველი, ვისაც საქონელი აქვს,  და მეორე, ვინც მას ეძიებს. ისინი მოქმედებენ უხმო ურთიერთგაგებით, შეთანხმებული სიგნალებით, მინიშნებებით - ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით - გარდა იმ საათებისა, როდესაც ყველა წესის დაცვით ლიცენზირებული ბიზნესები ღიაა, უფრო სწორად, როდესაც ამგვარი კომერციული დაწესებულებების კარი დაკეტილია.  აქ მთავარი ღალატისა და ძალზე ხშირი თაღლითობის რისკი აცილებაა, რაც ხშირია ასეთ გარიგებებში.’’

,,ამიტომ, მინდა შემოგთავაზოთ თანასწორობა. ერთ მტვრიან მოსაცმელში მეც მტვრიანი მოსაცმელის ფასს გთავაზობთ. ვიყოთ თანაბარნი, თანასწორუფლებიანები სიამაყეშიც და უსუსრობაშიც. ერთნაირად შეუიარაღებლებმა ერთნაირად ვიწვალოთ. მე თქვენი სანახევრო სიშიშვლისას ვიხდი და ზედ ჩემს სანახევრო სიშიშვლეს ვამატებ.” 

ბერნარ მარი კოლტესის ეს ცნობილი პიესა 1985 წელს დაიწერა. მისი გარემოებები უცნაურია. ბნელ გზაჯვარედინზე ორი ადამიანი ხვდება ერთმანეთს. ერთი "გამყიდველია", მეორე "მყიდველი". გამყიდველი ცდილობს მყიდველს ის მიყიდოს, რაც მას თავად უნდა ეთქვა. თუმცა, მყიდველს არ სურს ამ ,,საქონლისთვის" სახელის დარქმევა და ამგვარ ტრანზაქციაზე უარს ამბობს. მთელი სპექტაკლი მათი კამათია - ორი ადამიანის დაპირისპირება სიტყვებისა და მნიშვნელობების თამაშით.

 

Flow Projects და Bormio წარმოგიდგენთ 

რომან დოლჟანსკი, დრამატურგი

" კიდევ რა შეიძლება, მე და ჯონმა ერთად ვითამაშოთ?" - მკითხა ინგებორგამ  2020 წლის ოქტომბერში. სხვა ცხოვრებაში,შეიძლება ითქვას - სხვა სამყაროშიც. Covid-ის ორ ტალღას შორის, გაბეზრებულებმა,  თავშესაფარი მოსკოვიდან არც ისე შორს მდებარე მყუდრო სპა სასტუმროში, ტყეში მიმალულ  ჯადოსნურ ადგილას ვპოვეთ, დიდი ქალაქიდან სულ რაღაც საათის სავალზე.  ვსხედვართ სკამზე ტბის პირას,  მასაჟის, აბაზანებისა და ვიტამინის ინექციების შემდეგ და უცებ ამას მეკითხება.  არც დამჭირვებია იმის რკვევა, რომელ ჯონს გულისხმობდა. ინგებორგესა და ჯონ მალკოვიჩის მეგობრობა 30 წელს ითვლის. ეს ორნი ერთხელ შეხვდნენ ჩიკაგოში და მას შემდეგ არაერთხელ აღმოჩენილად ერთად გადასაღებ მოედანზე თუ თეატრის სცენაზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. დავფიქრდი: როგორი შეიძლება იყოს მათი ახალი ერთობლივი თეატრალური პროექტი? საზღვრები დაკეტილი იყო, პანდემია არ ცხრებოდა, ყველანაირი გადაადგილება ტესტის გაკეთებას მოითხოვს, პირბადეების ტარება სავალდებულოა... სინამდვილეში, დაბრკოლება არც მანამდე გვაკლდა, მაგრამ როგორც კი ამ ორმა სამომავლო ერთობლივ პროექტზე დაიწყო ფიქრი, ყველა საზღვარი მოიშალა და მეტისმეტად დატვირთული მათი განრიგიც რაღაც მაგიის ძალით ,,გაიწმინდა”.

როდესაც შვებულებაში ვართ, ჩვენი ტვინი ცუდად მუშაობს. ზარმაცად ჩამოვთვალეთ მსოფლიო რეპერტუარის ცნობილი ბანალურობები „ორისთვის“ - მაკბეტი და ლედი მაკბეტი, გოგოლის „ძველი სამყაროს მემამულეები“ (არა, ჯერ ადრეა ამ ტექსტისთვის!), ანტონისა და კლეოპატრას... არა, არა. რომ. "ძვირფასო მატყუარა" ბერნარდ შოუსა და სტელა პატრიკ კემპბელის შესახებ? მაგრამ სცენის ორ კუთხეში ჯდომა და მათი წერილების კითხვა - ოდნავ ნაფტალინის სუნი ასდის. სხვათა შორის, ახლახან გამოვიდა ფილმი სტრავინსკისა და კოკო შანელზე, ასევე საინტერესო თემა. შეიძლება კი... ან შეგვეძლო გავაკეთოთ „მოკლე შეხვედრა“ - ეს მშვენიერი მელოდრამა, გადაღებული ნოელ კოვარდის პიესის საფუძველზე. ჩვენ ვეძებდით ისეთ რამეს, რისი გასტროლებიც შეგვეძლო, რაზეც მაყურებელი გაიცინებდა და ატირებდა, რაღაც დემოკრატიულს, მაგრამ მოხდენილს და დახვეწილს.

როცა შვებულებაში ვართ,  ტვინი ცუდად გვიმუშავებს. იმ დღეს დაუდევრად  ჩამოვთვალეთ მსოფლიო რეპერტუარის უკვე ბანალობად ქცეული ,,დუოები"  - მაკბეტი და ლედი მაკბეტი, გოგოლის „ ძველი დროის მემამულეები“ (არა, ამ ტექსტისთვის ჯერ ადრეა-თქო, ვთქვით!), ანტონიოსი და კლეოპატრა... არა, არა, ვამბობთ ორივე.  იქნებ "ძვირფასო მატყუარა", რომელშიც ბერნარდ შოუსა და სტელა პატრიკ კემპბელის ამბავია მოთხრობილი? მაგრამ სცენის ორ კუთხეში ჯდომას და მათი წერილების კითხვას, მოგვეჩვენა, ცოტა არ იყოს,  ნაფტალინის სუნი ასდიოდა. მაშინ ახალი გამოსული იყო ფილმი სტრავინსკისა და კოკო შანელის ურთიერთობის შესახებ, ასევე საინტერესო თემაა.  იქნებ... ან შეგვეძლო დაგვედგა „ხანმოკლე შეხვედრა“ - მშვენიერი მელოდრამა, ნოელ ქოუარდის პიესის მიხედვით.  ვეძებდით რაღაცას, რითაც  ხელახლა მოგვიწევდა გასტროლებზე სიარული, რაც მაყურებელს გააცინებდა და ატირებდა კიდეც - რაღაც დემოკრატიულს, მაგრამ მშვენიერს, ნატიფს..

მერე ვახშმობის დრო მოვიდა.

მეორე დღეს ტყეში ვსეირნობდით. ღმერთო, რამდენი ტექსტია დაწერილი, მაგრამ რა ძნელი იყო ორი არაჩვეულებრივი მსახიობისთვის შესაფერისი მასალის „მოხელთება“. და უცებ, იქვე, ენაზე მომადგა:  "ბამბის მინდვრების მარტოობაში"! 

1990-იანი წლების შუა ხანებში რუსულ ენაზე გამოიცა წიგნი „დასავლეთის პირსი“, ფრანგი დრამატურგის, ბერნარ-მარი კოლტესის პიესების კრებული. იმ დროს ავტორი უკვე გარდაცვლილი იყო: „მე-20 საუკუნის ჭირი“ შეიქნა მისი სიკვდილის მიზეზი. თავის სამშობლოში კოლტესი უკვე თანამედროვე კლასიკად ითვლებოდა და ახლა ჩვენი ჯერი დამდგარიყო, წაგვეკითხა მის უცნაური, სხვა ყველაფრისგან განსხვავებული, მაგნიტური მიმზიდველობის ტექსტები,  რომელთა კითხვისას მკითხველის სხეულს, ამ ფრაზის სრული მნიშვნელობით, ჟრუანტელი დაურბის, რისი მიზეზიც ტექსტის ემოციური ინტენსივობა და უხერხულობის განცდაა. მაშინ ყველამ ვერ შეეძლო კოლტესის ტექსტების „ მონელება“; სხვები კი, და  მათ შორის მეც, მის ნაწერებს ვეღარ „ვშორდებოდით“ -  დაუსრულებლად ვუბრუნდებოდით მის საშიშ, ტვინისამრევ,  მაცდურ და მიმზიდველ დრამატურგიულ უფსკრულს. განსაკუთრებულად იდუმალი და დამაჯერებელი მომეჩვენა პიესა  "ბამბის მინდვრების მარტოობაში": პიესა აგებულია დიალოგზე დილერსა და მის კლიენტს შორის, რომლებიც დაუკონკრეტებელ დროსა და ადგილას ხვდებიან ერთმანეთს და განიხილავენ რაღაც ტრანზაქციას, რომლის არსი ბოლომდე არცაა გასაგები. და რაც მეტს ლაპარაკობენ - გრძელი, რთული, დამაბნეველი მონოლოგებით - მით უფრო ნათელი ხდება, ამ ორს ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია, რომ ეს  ფრანგულად ნატიფი და თან ინტენსივობით გამომფიტავი პიესა დაფარულ სურვილს, მეორე ადამიანის დაპყრობის ვნებას უტრიალებს.

წლები გადიოდა. ოცნება, სცენაზე კოლტესის იდუმალი შედევრი მეხილა,  თან მდევდა, აკვიატებად მექცა (ვიცოდი, რომ მის მიხედვით რამდენიმე სპექტაკლი დაიდგა, მაგრამ მე რატომღაც არცერთი არ მინახავს). რაღაც მომენტში კოლტესის პიესა ტიმოფეი კულიაბინს მივეცი, რომელთანაც უკვე მქონდა თანამშრომლობის გამოცდილება, მისი რამდენიმე პროექტის დრამატურგი ვიყავი. კულიაბინმა მითხრა, რომ პიესა შეუყვარდა. ამიტომ ,,მოიტაცა": ნოვოსიბირსკში წაიღო და  ,,წითელი ჩირაღდნის თეატრის" მსახიობებთან ერთად დაიწყო მასზე მუშაობა. გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ  რეპეტიციებს ორ მსახიობ მამაკაცთან კი არა,  მსახიობ ქალთან და კაცთან ატარებდა - ამ სპექტაკლის ჩვეული გააზრებისაგან სრულიად განსხვავებული რამ მოიფიქრა - ბოლოს და ბოლოს, 1980-იანი წლებიდან, როცა პიესა დაიწერა, კარგა დრო იყო გასული, ახალი შინაარსების შემატების დროც კი იყო.  მერე  ნოვოსიბირსკიდან მომავალი ამბები შეწყდა. გაჩნდა ეჭვი,  მიიზდავდა კი ასეთი რთული ნამუშევარი მაყურებელს?  თეატრის მენეჯერებს ერთი მარადიული პრობლემა აქვთ - „ვინ იყიდის ბილეთს“.

ამ დროს ტიმოფეი სხვა სპექტაკლში (მოსკოვის ერთა თეატრში)  "კლაისტის ,,გატეხილი ჭურჭელი", რომლის პრემიერა  2020 წლის სექტემბერში შედგა, ინგებორგამ ბრწყინვალედ ითამაშა ინსპექტორ ვალტერის როლი. მსახიობსა და რეჟისორს შორის აშკარად გაჩნდა ურთიერთგაგება და ერთად მუშაობის გაგრძელების სურვილი. გონებაში მაშინვე ამომიტივტივდა:  კოლტესი! ინგებორგა დაპკუნაიტე, ტიმოფეი კულიაბინი. და იქნებ .. ჯონ მალკოვიჩი? ორთვენახევარიც არ გასულიყო ჩემი და ინგებორგას სპა-ბრეინსტორმინგიდან. როდესაც Zoom-ის მეშვეობით, მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და ცნობილი სახე ჩემი კომპიუტერის ეკრანზე გამოჩნდა. ჯონი თავის სახლში იყო, ბოსტონში, კულიაბინი - ნოვოსიბირსკში, ინგებორგა და მე - მოსკოვში, ჩვენ-ჩვენს სამზარეულოებში. მალკოვიჩს უკვე წაეკითხა პიესა და პროექტისადმი კეთილგანწყობილი, მაგრამ დაფიქრებული ჩანდა.  ვკითხეთ, რას ფიქრობდა „ბამბის მინდვრებზე“. გაჩუმდა და  ერთადერთი სიტყვა წარმოთქვა: ,,ინტენსიურია".  დავიწყეთ კითხვა.

ერთი წლის შემდეგ, 2022 წლის იანვარში,   რიგის ,,დაილეს" თეატრის სარეპეტიციო დარბაზში შევიყარეთ პირველი ,,ცოცხალი" რეპეტიციის ჩასატარებლად. ათ დღეში უკვე ნათელი იყო,  რომ სპექტაკლი მოულოდნელი, ლამაზი და თან დეტალების მხრივ უზუსტესი გამოგვდიოდა.  ოღონდ რატომ რიგაში? ჩვენი პროდიუსერის, კატია იაკიმოვას იდეა იყო ეს - თუ საერთაშორისო ტურნეს დაწყებას აპირებ, „ბაზად“  ევროპული ქალაქის არჩევა ჯობს და არა რუსული სცენის. რიგა პარიზზე ან ბერლინზე ბევრად იაფი ქალაქია და იქ ბევრი მეგობარი და ნაცნობი გვყავს. იმის გათვალისწინებით, რაც იანვრის რეპეტიციებიდან სამ კვირაში მოხდა, თურმე ძალიან სწორი ჩანაფიქრი იყო.

ავიაკომპანიებმა ფრენები შეაჩერეს, ვიზები აღარ გაიცემოდა, საბანკო ანგარიშები აღარ მუშაობდა. რუსეთიდან შემომავლი სასპონსორო ფული პრობლემად იქცა. უკრაინაში განვითარებული საზარელი მოვლენების ფონზე, ძნელი იყო თქმა, რა ბედი ელოდა ნგრევის ამ საშინელ, მაგრამ უაღრესად პირად ამბავს.  გაუძლებდა კი  სპექტაკლი "ბამბის მინდვრების მარტოობაში" ამ გლობალურ კრიზისს ?

ახლაც მგონია, რომ რიგაში გატარებულმა იმ მაისმა გადაგვარჩინა ყველანი  ჩვენ-ჩვენ პირად ფსიქოლოგიურ კოლაფსს. იდუმალმა  და მიუწვდომელმა კოლტესმა რეპეტიციებში ჩაძირვის შესაძლებლობა მოგვცა.. და რაც უფრო რთული გამოდიოდა სპექტაკლის შემოქმედებითი ქსოვილი - როგორც ჩვენი საოცარი მსახიობებისთვის, ისე შემოქმედებითი და ტექნიკური გუნდისთვის - მით უფრო ატანილებივით ვაკეთებდით ყველანი ჩვენ-ჩვენს საქმეს.

რა საოცრებაა: ხანდახან გვეჩვენება, რომ  ხსნა  რაღაც ხალისიან სიმარტივეშია, მაგრამ მერე საშველად გამოწვდილი ხელი იმისი აღმოჩნდება,  ვინც სხვებზე მძაფრად გრძნობდა არსებობის არასრულყოფილებას და განწირულებას.

პრემიერა მაისის ბოლოს შედგა. იყო ხანგრძლივი, თითქმის რვათვიანი პაუზა, რის შემდეგაც კვლავ ერთად დავბრუნდით. ათენში, სოფიაში - ყველგან.

ვინ და როგორ განიცდის გონებისათვის ამ მიუწვდომელ დროს, პანდემიით რომ დაიწყო და დანაშაულებრივი ომით დასრულდა - ორგანიზებული ცხოვრებიდან - გაურკვევლობამდე, არავინ იცის. ასეა თუ ისე, აქ ვართ - "ბამბის მიდვრებით". და გუნებაში დაუსრულებლად  ვიმეორებ კოლტესის პიესის ფრაზას: "აქ, სადაც მარტონი ვართ, ამ საათისა და ამ ადგილის უსაზღვრო მარტოობაში... მოდი, ვიყოთ უბრალოები, მარტოსულები. ამაყი ნულები“.

ტექსტი დაიწერა საგანგებოდ სოფიაში ვიზიტისთვის.

https://flowprojects.org/cottonfields

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved