
ჯაყოს ხიზნები
- რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე
- თეატრი:ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი
- თარიღი:
- 28 სექტემბერი - 18:00 სთ,
ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
რეჟისორი: ნიკა ჩიკვაიძე
სცენოგრაფია: ანანო დოლიძე
კოსტიუმების მხატვარი:ანანო დოლიძე
ქორეოგრაფი:ირინა კუპრავა
მუსიკალური გაფორმება:ნიკა ჩიკვაიძე
რეჟისორის თანაშემწე:ეკა კულუა
მონაწილეობენ:
თეიმურაზი- გენა შონია
მარგო- ანი ანდღულაძე
ჯაყო- გიორგი სურმავა
ივანე - რამინ კილასონია
შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, ნიკა კვარაცხელია, გუკა დვალიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
„ჯაყოს ხიზნები“ - ერთი კაცის და ქვეყნის ამბავია. მაშინ როდესაც მტერს არ სძინავს და უხსოვარი დროიდან შარა-გზად უქცევია ქართული მიწა, თეიმურაზ ხევისთავი თვლემს. სასტუმროს ოთახები ჩამოსული სტუმრებით ივსება, მასპინძელი კი თვალებს იბრმავებს, არაფერი ესმის და ვერაფერს ამბობს. ხევისთავთა საგვარეულო მამული კეთილმოწყობილ სასტუმროდ გადაქცეულა, რომელიც დღეს ვიზიტორებს ემსახურება. ის კი ისე იქცევა საკუთარ მამულში, საკუთარ სამშობლოში თითქოს თვითონ იყოს სტუმარი. უპერსპექივოდ, ყურებ - ჩამოყრილი , ბედს შეგუებული,
წარსულის მაწყევარი , აწყმოთი უკმაყოფილო და მომალის უიმედობით აღვსილი. თუმცა ძალიან მალე ყველაფერი იცვლება და შენც სულ სხვა კუთხითა და პერსპექტივით დაინახავ მომავალს...რაც იმედია. იმედი იმის რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამბები გელოდება... სპექტაკლი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და იმ დიდ გამოწვევებზე, რომელიც პატარა ქვეყნის ხვედრია. პატარა ქვეყნის რომელიც , იბრძვის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. იბრძვის უკომპრომისოდ და სპექტაკლის ფინალში აღწევს კიდეც თავისუფლებას. მიმტევებლობით და იმედით რომელიც ახალ , კეთილ და საინტერესო მომავალთან არის ასოცირებული.
ხანგრძლოვობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
ფოთის სახელმწიფო თეატრს ვალერიან გუნიას სახელი 1963 წელს მიენიჭა.
1982 წელს ფოთის თეატრმა თავისი არსებობის ასი წლისთავი აღნიშნა.
დღეს, ფოთის თეატრი მიუხედავად დიდი ხნის ისტორიისა, ახალგაზრდა, თანამედროვე, დინამიურად განვითარებადი თეატრია. თეატრის ამოცანაა, მაყურებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მძაფრად გამოხატავს ჩვენი რეალობის მოთხოვნებს და გამოწვევებს. ფოთის თეატრში იდმება, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე დრამატურგთა პიესები. თეატრი ცდილობს შემოქმედებითი პროცესი მიმართოს თანამედროვე, აქტუალური და ხარისხიანი სპექტაკლების გამოშვებისაკენ, ხშირად თამამად ლაპარაკობს ტაბუდადებულ თემებზე. თეატრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა თეატრებთან, საერთაშორისო ფესტივალებთან, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ.
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში აქტიურად იდგმება, ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების მიერ განხორციელებული პროექტები. გარდა რეჟისორების მოწვევისა, ხდება ახალგაზრდა დრამატურგების, სცენოგრაფების, ქორეოგრაფების, კომპოზიტორების და მსახიობების მოწვევაც. მიმდინარეობს ახალი თეატრალური ენისა და მიმართულების ძიება. ჩვენი მუშაობის მთავარი პრინციპი და კრიტერიუმი არის, ვიყოთ თანამედროვენი, ხარისხის მთავარი კრიტერიუმი კი არის შექმნილი პროდუქციის აქტუალობა-სიმძაფრე და მხატვრული ღირებულება.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საბა ასლამაზიშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია :
ტელ: 555 327 689
sabaaslamazishvili@gmail.com