ხანძარი

  • რეჟისორი: სტუდენტური ნამუშევარი
  • თეატრი:ღია სივრცე
  • მასპინძელი თეატრი :ღია სივრცე | ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი
  • თარიღი:
    • 29 სექტემბერი - 20:00 სთ,

სტუდენტები:  მანუ თავაძის, ბაია კერესელიძის, თორნიკე ლაზაშვილის, ლაკო მაჭავარიანის, ქეთო ტატიშვილისა და ქეთი ჯავახიშვილი ერთობლივი ნამუშევარი
კურატორები: დავით ხორბალაძე, მიხეილ ჩარკვიანი
სცენოგრაფია ანა გურგენიძის
კოსტიუმების მხატვარი -  მიხეილ ჩარკვიანი

 

მონაწილეობენ: 

ელენე ბურჭულაძე, მაშო მაყაშვილი, ელენე მინდიაშვილი, ნიკა შანავა, ლუკა ჩიბუხაია, ლუკა ჯაფარიძე

 

სპექტაკლის შესახებ:

“ხანძარი” 5 მონაწილის პირად ისტორიებზე დაფუძნებული დოკუმენტური სპექტაკლია, რომელიც სიყვარულზე, საკუთარი ადგილის ძებნაზე, დეპრესიაზე, სექსუალობასა და მომავლის შიშზე, როგორც ბუნებრივ კატასტროფაზე გვიყვება.

ყველაფერი იწვის, ეკოლოგიური მელანქოლია და პირადი დრამები ერთმანეთს ერწყმის, როდის გაჩნდა ხანძარი არავინ იცის. მეხსიერების ფრაგმენტები კი ესკაპისტურ რილსებად იქცევა, მეორდება და ცდილობს თავი დააღწიოს ლიმინალურობას. “This is not real, It’s just a dream. Please, please, please, wake up! Wake up! Wake up!” - იმეორებს ხმა ტიკ-ტოკის ტრენდიდან.

სპექტაკლი განხორციელდა ღია სივრცის სტუდენტური პლატფორმის სახელოსნოს ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ხანგრძლოვობა:  70 წუთი, შესვენების გარეშე

ღია სივრცე ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი არის დამოუკიდებელი სახელოვნებო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ექსპერიმენტული ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. 

იგი ქმნის სოციალური და კულტურული გადაკვეთების სივრცეს, რომელშიც ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს თანამედროვე ხელოვანების ძიებებს სხვადასხვა მიმართულებით. 

ცენტრში წარმოდგენილი პროგრამა ინტერდისციპლინარულია და იძლევა ხელოვნების სხვადასხვა დარგში სინთეზურად მუშაობის შესაძლებლობას, ქმნის ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ გარემოს საზოგადოების ყველა წევრისთვის, ცდილობს აღმოაჩინოს არტისტები და მისცეს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, თვითგამოხატვისა და ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა, შექმნას გარემო სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა და თვითრეალიზების მეთოდების შეუზღუდავობისთვის. 

ღია სივრცე მდებარეობს ქალაქის ცენტრისგან 6 კმ. მოშორებით, პოსტინდუსტრიულ რაიონში, ყოფილი ელექტროძრავების ქარხნაში. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს მცდელობას სახელოვნებო პროცესები მიმდინარეობდეს და ვითარდებოდეს ცენტრალიზებული კულტურული პროცესების მიღმა, შემოიკრიბოს მრავალფეროვანი აუდიტორია და შექმნას სოციალიზაციის ახალი წერტილი.

ცენტრის წლიური პროგრამა შედგება დროებითი გამოფენების, პერფორმანსების, სპექტაკლების, მუსიკალური ღონისძიებების, უორქშოპებისა და დისკუსიებისგან.

 

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჩარკვიანი, დავით ხორბალაძე

თეატრის დირექტორი ანა გურგენიძე

საკონტაქტო ინფორმაცია : ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი,

შესახვევი 1, #2, მე-5 სართული

openspaceea@gmail.com

+995 557 908 973

 

 

 

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved