კონტაქტის ზონა

  • რეჟისორი: დავით ხორბალაძე
  • თეატრი:InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმა
  • მასპინძელი თეატრი :ღია სივრცე | ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი
  • თარიღი:
    • 25 სექტემბერი - 19:00 სთ,

ავტორი - მაკა ჩხაიძე

რეჟისორი - დავით ხორბალაძე

სცენოგრაფია - მიშიკო სულაკაური, კატო გელაშვილი

კოსტიუმების მხატვარი - მიშიკო სულაკაური, კატო გელაშვილი

ქორეოგრაფი - ნათია ჩიკვაიძე, ვალერია ხრიპაჩი, ვერონიკა ტიხონოვა

კომპოზიტორი - ნინო დავაძე, ანუშკა ჩხეიძე, გვანცა ენუქიძე

 

მონაწილეობენ: 

ვალერია ხრიპაჩი, ნინო დავითური, თამარ ჩხეიძე, მარიამ

ბერიკელაშვილი, თომა ომანაძე, ანნა გუმენიუკი, გვანცა

ენუქიძე, თამარ ნავერიანი, ნინა ლებეშევა, ნათია ჩიკვაიძე.

 

 

სპექტაკლის შესახებ:

„კონტაქტის ზონა“ ინკლუზიური თანამედროვე ცეკვის სპექტაკლია, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის და ტიპური განვითარების მქონე მოცეკვავეები მონაწილეობენ. სპექტაკლი სამ ქორეოგრაფიულ დადგმას აერთიანებს, რომელიც იკვლევს საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან ფიზიკურ და სივრცით კონტაქტის ფორმებს. სპექტაკლში მონაწილე ხელოვანები და მაყურებელი თანამედროვე ცეკვისა და მუსიკის საშუალებით ქმნის კონტაქტის ზონას ერთმანეთისგან დამოუკდებლად, პარალალურ რეალობებში მცხოვრებ ადამიანებსა და ადამიანთა

ჯგუფებს შორის. „რაღაც მინდა გითხრა“ - ვალერია ხრიპაჩის ქორეოგრაფიაზე და ნინო დავაძის მუსიკაზე შექმნილი ეპიზოდი რეალობის ინტერპრეტაციასა და უნივერსალური ენის ძიებაზე მოგვითხრობს. ვერონიკა ტიხონოვას ქორეოგრაფიაზე და ანუშკა ჩხეიძის მუსიკაზე შექმნილ ეპიზოდში „სუპერმასიური“ სხვადასხვა რეალობებიდან გადმოსული პერსონაჟები ხან კოსმოსის ღია სივრცეში, ხან კი ვირტუალურ თამაშში აღმოჩნდებიან, სადაც თამაშის წესები ყოველთვის იცვლება. შეგვიძლია თუ არა სხეულებით ხილული გავხადოთ ისეთი უხილავი ძალები, როგორიცაა გრავიტაცია, ჰაერი, ვიბრაცია, დაძაბულობა და ამით დავუკავშირდეთ ერთმანეთს?! „ზარმაცი ჯეინი“, ნათია ჩიკვაიძის ქორეოგრაფიასთან და გვანცა ენუქიძის მუსიკასთან ერთად საკუთარ სხეულთან, იდენტობასთან, ჩვენს შინაგან ქაოსთან გვაკავშირებს, სადაც ერთი ხმა ბევრ სხვა განსხვავებულ ხმასთან ერთიანდება. ვუსმენთ თუ არა ყველა იმ ხმას, ყველა იმ პერსონაჟს, რომელიც ჩვენს შიგნით ცხოვრობს და შეგვიძლია თუ არა დავიწყოთ კონტაქტი.

 

ხანგრძლოვობა - 50 წუთი, შესვენების გარეშე

 

InForm - ინკლუზიური იდეების პლატფორმადამოუკიდებელი სახელოვნებო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიური ხელოვნებისგანვითარებას და საზოგადოებაში ნაკლებად წარმოჩენილი ჯგუფების ჩართვას თანამედროვესახელოვნებო პროცესებში. ჩვენი მისწრაფებაა საქართველოში თანამედროვე სახელოვნებო სფეროგავხადოთ ხელმისაწვდომი, ინკლუზიური და

თანასწორი მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა და განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე ხელოვანებისათვის. 2022 წლიდან InForm-ის ინკლუზიური ცეკვის თეატრის ჯგუფი მაყურებელს სთავაზობს თანამედროვე ცეკვის სპექტაკლებს შეზღუდული შესაძლებლობისა და ტიპური განვითარების მქონე ხელოვანების მონაწილეობით. სპექტაკლები სხვადასხვა სახელოვნებო სივრცეებში თუ სცენებზეა ნაჩვენები. InForm-ის პირველი სპექტკლი IN C - თბილისი, რომელიც თანამედროვე ცეკვის კომპანიასთან „საშა ვალცი & სტუმრებთან“ თანამშრომლობით შეიქმნა, სამეფო უბნის თეატრში დაიდგა. სპექტაკლი ასევე მონაწილეობდა ფესტივალის 2023 წლის პროგრამაში. „კონტაქტის ზონა“ InForm-ის მეორე საავტორო

ნამუშევარია, რომელიც საშემსრულებლო და ვიზუალური ხელოვნების ცენტრ „ღია სივრცეში“ დაიდგა.

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: მაკა ჩხაიძე

თეატრის დირექტორი : მაკა ჩხაიძე

საკონტაქტო ინფორმაცია: +995 555 300903

Inform.maka@gmail.com

 

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved