მაკბეტი

  • რეჟისორი: სოფიო ქელბაქიანი
  • თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
  • თარიღი:
    • 25 სექტემბერი - 15:00 სთ,

უილიამ შექსპირი

 

თარგმანი - მანანა ანთაძე
რეჟისორი - სოფიო ქელბაქიანი
ქორეოგრაფი/სასცენო მოძრაობა - შოთა გეგიაძე
სცენოგრაფი/მხატვარი - ირაკლი ავალიანი
კომპოზიტორი - სანდრო ჩინჩალაძე - Tete Noise 
კოსტიუმების მხატვარი - ნისა სამადბეგიშვილი
რეჟისორის თანაშემწე - ლალი მიხელიძე
პოსტერის დიზაინი - ლევან ასათიანი 

 

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

 

მაკბეტი - გიორგი ხურცილავა   

დანკანი - დავით ხურცილავა

მეომარი/მსახური - ვახო ჩაჩანიძე

მაკდაფი - შაკო მირიანაშვილი  

მალკოლმი - ბექა ხაჩიძე

ბენქო - ნიკა ჩხაიძე

ფლიენსი - ანდრია გოდერძიშვილი

ლედი მაკბეტი - ანასტასია ჭანტურაია

კუდიანი - ნანი ჩიქვინიძე

კუდიანი - ქეთი გეგეშიძე

კუდიანი - თეონა ქოქრაშვილი

 

 სპექტაკლის შესახებ :

ნებისმიერი სახის ნაწარმოები მაშინაა გენიალური , თუ ის ყველა დროს ესადაგება და ზოგად საკაცობრიო ხასიათს ატარებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება უილიამ შექსპირის ‘’ მაკბეტი ‘’. პიესაში დასმულ კითხვებზე ერთნიშნა პასუხი არ არსებობს . სპექტაკლის მიზანია გამოიკვლიოს თუ როგორია ამ პასუხებამდე მისასვლელი გზა, როგორია ადამიანის ბუნება, როგორ და რა მოტივებით აქეზებდნენ ადამიანები ერთმანეთს ბოროტების ჩასადენად და სად არის ის ზღვარი , რომლის გადაკვეთის შემდეგ ადამიანური შეცდომა საბედისწერო შეცდომად იქცევა ან რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს. შესაძლებელია ბედისწერასთან ბრძოლა ?

რატომ გვჩვევია ადამიანის სიტყვების მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება ?

რატომ რჩება მთავარი ყურადღების მიღმა?

რომელია ცხოვრების მთავარი ბრძოლა ?

იქნებ ღირდეს დაფიქრება იმის შესახებ, რომ მთავარი ბრძოლა თითოეულ ადამიანს საკუთარ თავთან აქვს. ასეთ შემთხვევაში გამარჯვების ერთადერთი გზა ღირსების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაა!

 

 

პრემიერა შედგება:  2023 წლის 26 დეკემბერს

ხანგრძლივობა: 150 წუთი, ერთი შესვენებით 

1928 წელს  დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მას შემდეგ 90 წლის განმავლობაში თეატრი განაგრძობს მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების დაცვას, სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, ხარისხზე ორიენტირებული რეპერტუარით  ახერხებს „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრებას. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია.  მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.

2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თანამედროვე თეატრის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად  თეატრის წარმატებას  განსაზღვრავს  საუკეთესო მსახიობთა დასი, რეჟისორები, მხატვრები, კომპოზიტორები; ეს ის გუნდია, რომელიც  21-ე საუკუნის ტექნოლოგიურ გამოწვევებთან ერთად მუდმივი ექსპერიმენტების და განახლების ძიებაშია.

თეატრი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 7-10  ახალ სპექტაკლს დგამს. რეპერტუარში სხვადასხვა თაობის რეჟისორების მიერ დადგმული 30-ზე მეტი სპექტაკლია. ვთამაშობთ  მსოფლიო და ქართულ კლასიკურ დრამატურურგიას, ამასთანავე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამედროვე ავტორებსა და ტექსტებს.

თეატრი სეზონის განმავლობაში 50 000-ზე მეტ მაყურებელს მასპინძლობს, რომლის უმეტესობაც ახალგაზრდა თაობაა.

მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა. მარჯანიშვილის თეატრი თანამედროვე პოეტებისა და მწერლების  მუდმივი თავშეყრის ადგილია,  ვმასპინძლობთ ლიტერატურულ-  საგანმანათლებლო საღამოებს, თანამედროვე დრამატურგების პიესების კითხვას, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებს.

თეატრის საგასტროლო რუკა თითქმის ყველა კონტინენტს მოიცავს,  ყოველწლიურად სტუმრობს ყველა დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალს.

ვანხორციელებთ ერთობლივ დადგმებს და პროექტებს: დიდ ბრიტანეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან, პოლონეთთან, საბერძნეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მაკედონიასთან.

2015  წლიდან მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალური კონვენციის – ETC-ის  წევრია. 

თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი წერს:

„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“

 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: გიორგი მარგველაშვილი

E-mail:info@marjanishvili.com

 

 

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved