პარაზიტების მეჯლისი
- რეჟისორი: კოკო როინიშვილი
- თეატრი:ქალაქის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :ქალაქის თეატრი
- თარიღი:
- 25 სექტემბერი - 17:00 სთ,
ავტორი ანტონ ჩეხოვის პიესების მიხედვით.
რეჟისორი კოკო როინიშვილი
სცენოგრაფია ბარბარა ასლამაზი
კოსტიუმების მხატვარი სანდრო მარგველაშვილი, ხატია სირაძე.
ქორეოგრაფი თინათინ წულაძე
კომპოზიტორი ნიკოლოზ გაგლოშვილი
რეჟისორის თანაშემწე ნია მანწკავა
მონაწილეობენ:
ირაკლი ჩხიკვაზე, ანი იმნაძე, ნოდარ ძოწენიძე, თეკლა ჯავახაძე, გიორგი კიკნაძე, ნუცა კუპატაძე, აკო გოგელია.
სპექტაკლის შესახებ:
მივიწყებულ შენობებში ხშირად მღრღნელები და პარაზიტები დაისადგურებენ ხოლმე და გადარჩენისთვის იბრძვიან, თუმცა პარაზიტული ბუნებიდან გამომდინაარე შემდეგ თავიდანვე ანგრევენ საკუთარ საცხოვრისს. ასეა ყველგან, მოუვლელ ტასაცმელს, ეზოს ფაბრიკა-ქარხნებს, ქალაქებს იგივე ემუქრება, როდესაც საზოგადოებაში ჯანსაღი მიზნები ქრება, მაშინ გონებას პარაზიტი აზრები აეუფლება. მათი უცხო სხეულში არსებობა თითქოს დიდ მეჯლისად გადაიქცევა, რომელიც მხოლოდ თვითგადარჩენისთვის იბრძვის.
ხანგრძლოვობა: 105 წუთი, შესვენების გარეშე
ჩვენ ვართ "ქალაქის თეატრი", სრულიად დამოუკიდებელი მულტიფუნქციური სივრცე, რომელსაც ჩვენი ხელით ვაშენებთ და უკვე მეორე წელია ვცდილობთ, საქართველოში შევქმნათ სივრცე, სადაც თეატრის მოყვარულ ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, მოვიდნენ ჩვენთან და ახლოდან გაეცნონ თეატრის შიდა სამზარეულოს, ნახონ და გაიგონ ყველაფერი რაც აინტერესებთ, კულისები , მზადების პროცესი. სწორედ აქედან წამოვიდა თეატრის სახელის იდეაც.
ხელოვნების პროფესიონალ და გამოცდილ წარმომადგენლებთან ერთად დამწყები ხელოვანებისთვის ჩვენი სივრცე მუდმივად ღიაა. სპექტაკლების მხატრულად გაფორმებაში , კოსტიუმების შექმნაში აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტები , რომლებიც ჩვენთან დგამენ პირველ კარიერულ ნაბიჯებს .სტუდენტი რეჟისორები, თეატრის მხატვრები, მსახიობები და სხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.ასევე გვყავს მოხალისეები ,რომლებიც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებში იღებებენ მოწილეობას და მათი უმრავლესობა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტია.
საკონტაქტო ინფორმაცია:
511 19 29 95 ;
tbilisicitytheatre@gmail.com