
პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები
- რეჟისორი: დავით მღებრიშვილი
- თეატრი:ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრი”
- მასპინძელი თეატრი :თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრი
- თარიღი:
- 27 სექტემბერი - 19:00 სთ,
რაინერ ვერნერ ფასბინდერი
რეჟისორი: დავით მღებრიშვილი
სცენოგრაფია: თამარა ოხიკიანი
კოსტიუმების მხატვარი : თამარა ოხიკიანი
მუსიკა: Etta James - at last
რეჟისორის თანაშემწე : ნინო ჭავჭავაძე
მონაწილეობენ:
ბუბა გოგორიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, ნანა ბუთხუზი, ნინო მითაიშვილი, ნინო გომართელი, მერი შახოვი
სპექტაკლის შესახებ:
გრძნობებით მანიპულირება. სიყვარული როგორც ავადმყოფობა. საკუთარი ვნების გალიაში მოხვედრა. რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა “პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა. “არ მიყვარს, როცა მე მაწამებენ, – მიყვარს, როცა თავად ვაწამებ საკუთარ თავს” ამობდა, ფილმის რეჟისორი რაინერ ვერნერ ფასბინდერი. რეჟისორის ეს ფრაზა ყველაზე კარგად ასახავს ფილმის არსს. წამებაში, რა თქმა უნდა, სულიერი წამება და გრძნობებით მანიპულირებაა ნაგულისხმები.
მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება.
ხანგრძლოვობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
1926 წელს დაარსდა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო თეატრი და მრავალი ათეული წლის განმავლობაში მისი რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ მუსიკალური კომედიებისგან. აქ მოღვაწეობდა მრავალი ცნობილი ქართველი რეჟისორი, მსახიობი, კომპოზიტორი, დრამატურგი, მხატვარი, ქორეოგრაფი, რომლებმაც განუყოფელი როლი ითამაშეს საქართველოს თეატრისა და მუსიკალური კულტურის განვითარებაში. 2004 წელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა 90-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი დავით დოიაშვილი. თეატრის რეპერტუარი საგრძნობლად გაფართოვდა მისი დაარსების დღიდან და ახლა შედგება ჟანრების ექსპერიმენტული შერწყმისგან, მათ შორისაა დრამა, ოპერა, მუსიკალური კომედია, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული წარმოდგენები.2004 წლიდან დოიაშვილი გახდა თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მმართველი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც თეატრს მისცა ექსპერიმენტების კეთების საშუალება, ახალი პროგრესული იდეების გამოხატვა და ქართული თეატრის ახალ დონეზე აყვანა. თეატრებს შორის ყველაზე პოპულარული წარმოდგენებია შექსპირის “მაკბეტი”, შექსპირის “(შუა)ზაფხულის ღამის სიზმარი” , მ. გორკის “ფსკერზე”, ედმონ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი”, მაკდონაჰის “ბალიშის კაცუნა”, მოლიერის “ტარტუფი”. სლავომირ მროზეკის “სახლი საზღვარზე”, გიორგი ერისთავის “გაყრა”, პ.მერიმეს კარმენი (ქორეოდრამა) ა. ჩეხოვის “სამი და” (ქორეოდრამა), აკუტაგავა რიუნოსკეს “ცხოვრება იდიოტისა”, ანტონ ჩეხოვის “თოლია”, შექსპირის “მეფე ლირი”. როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და წარმატებული თეატრი საქართველოში, მას მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო და პრიზი და აგრძელებს იმპულსს არა მხოლოდ პოპულარობით, არამედ საერთაშორისო აღიარებითა და პრესტიჟითაც.
ჩვენი თეატრისთვის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 2021 წლიდან დაიწყო.
2021 წელს მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი ახალ შენობაში გადავიდა და ფუნქციონირება დაიწყო ახალი ბრენდის სახელწოდებით „NEW THEATER“. ახალი თეატრი ახლა მრავალფუნქციური თანამედროვე კულტურული სივრცეა განახლებულ ისტორიულ სივრცეში.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი : დავით დოიაშვილი
თეატრის დირექტორი : დავით დოიაშვილი
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: +995595740141 Newtheatrege@gmail.com