ქარიშხალი

  • რეჟისორი: რობერტ უილსონი
  • თეატრი:ივან ვაზოვის სახელობის ნაციონალური თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი
  • თარიღი:
    • 17 სექტემბერი - 20:00 სთ,

უილიამ შექსპირი 

ვიზუალური თეატრი 

 

სპექტაკლი არის  ბულგარულ ენაზე

აქვს ქართული და ინგლისური სუბტიტრები

 

დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფია და შემოქმედებითი განათება - რობერტ უილსონი 

თანარეჟისორი ან კრისტიან რომენი 

განათების დიაზინერი  მარჩელო ლუმაკა, კრისტიან საიმონ პეტრუ 

თანა- სცენოგრაფი : მარი დე ტესტა 

კოსტიუმების მხატვარი: იაში 

ხმის დიზაინერი: დარიო ფელი 

დრამატურგ:ი ჯუტა ფერბერსი 

ფოტოგრაფი: გერგანა დამიანოვა 

 

მონაწილეობენ:

პროსპერი  - ვესელინ მეზეკლიევი 

მირანდა - რადინა ბორბოში 

არიელი - ჟაკლინ დასკალობა

კალიბანი-  იავორ ვალკანოვი 

ალონსო  - სტოიან პეპელანოვი 

ფერდინანდი  - პლამენ დიმოვი 

გონზალო  - ვანელტინგანეი 

სებასტიანი  - ზაფირ დაჯაბი 

ანტონიო  - კონსტანტინ ელენკოვი 

ტრინკულო -  სტეფან კუშევი 

სტეფანო  - ვასილ დრაგანოვი 

ბოცანი,  სული, ძაღლი -  ნენჩო კოსტოვი 

სული/ირისი - გერგანა ზმიჩაროვა 

სული/ ცერესი - ივანა ტაბაკოვა 

სული/იუნო - ვლადისლავა ნიკოლოვა 

 

სპექტაკლის შესახებ:

რობერტ ვილსონი თეატრალურ ტილოს თავისი ცნობილი ხელწერით - განსაკუთრებული განათებით ქმნის .  ნაციონალური თეატრის დასის მიერ წარმოდგენილი „ქარიშხალი“ ამის ნათელი დასტურია . ტექსტის ამ ინტერპრეტაციაში შექსპირის პიესა გარდაიქმნა ულამაზეს ზღაპრად, რომელიც მოთხრობილია სტილიზებული მოძრაობითა და იუმორით,  უკიდურეს დეტალებამდე დამუშავებული ხმით  და შთამბეჭდავი ვიზუალით.  

ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე 

 

17 სექტემბერი
TKT.GE - https://tkt.ge/event/429494/qarishkhali
BILETEBI.GE - https://biletebi.ge/tbilisi-international-festival-of-theatre/qarishkhali-the-tempest

 

18 სექტემბერი 
TKT.GE - https://tkt.ge/event/430721/qarishkhali
BILETEBI.GE - https://biletebi.ge/tbilisi-international-festival-of-theatre/qarishkhali-the-tempest

 

რობერტ უილსონი 

„ ...  ექსპერიმენტული თეატრის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, სცენაზე დროისა და სივრცის ნამდვილი მკვლევარი" NY Times 

რობერტ უილსონი ვაკოში დაიბადა, ტეხასის შტატში. იგი უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს მსოფლიოს გამორჩეულ თეატრისა და ვიზუალურ არტისტებს შორის. მის ნამუშევრებში საინტერესოდაა ინტეგრირებული მრავალფეროვანი  სახვითი საშუალებები  - ცეკვა მოძრაობა, განათება, ქანდაკება,  მუსიკა და ტექსტი. მისი სახვითი სახეები ესთეტურად შთამბეჭდავი და ემოციურად დამუხტული;  მისმა სპექტაკლებმა მოპოვა მაყურებლისა და კრიტიკოსების აღიარება მთელს მსოფლიოში.  

ტეხასის უნივერსიტეტისა და ბრუკლინის პრატის ინსტიტუტის დამთვრების შემდეგ, უილსონი 60იან წლებში დაარსა თეატრალური ჯგუფი  „ბირდ ჰოფმანის ბირდების სკოლა“  ნიუიორკში. სწორედ აქ გაჩნდა პირველად სპექტაკლები მისი განუმეორებელი ხელწერით  -   მათ შორის იყო „ყრუთა მზერა“ და „წერილი დედოფალ ვიქტორიასათვის“. ფილიპ გლასთან ერთად მან დაწერა ოპერა „აინშტაინი სანაპიროზე“, რომელმაც დიდი გარღვევა მოახდინა. ვილსონის შემოქმედებითი თანამშრომლობა მოიცავს ბევრ მწერალს და მუსიკოსს . მათ შორისაა  ჰაინერ მიულერი, ტომ ვეიტსი, სუზან ზონტაგი, ლორი ანდერსონი, უილიამ ბოროუ, ლუი რიდი, ჯესი ნორმანი და ანა კალვი. მან თავისი კვალი დატოვა ისეთი ოსტატების ტექსტებზეც, როგორიცაა  ბეკეტის კრეპის უკანასკნელი წერილი, ბრეხტის სამგროშიანი ოპერა,  დებიუსის პელიასი, გოეთეს ფაუსტი, ჰომეორსის ოდისეა, ჟან დელა ფონტენის იგავარაკები, პუჩინის მადამ ბატერფლაი, ვერდის ლა ტრავიატა და შექსპირის რამდენიმე ნაწარმოები. 

უილსონის ნახატები და სკულპტურები წარმოდგენილია მსოფლიოს ასეულობით სოლო თუ ჯგუფურ გამოფენაზე. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში . 

რობერტ უილსონი ფლობს  უამრავ ჯილდოს, წარდგენილი იყო პულიცერის პრემიაზე, არის უბუს პრემიის მფლობელი ორგზის,  მიეკუთვნა ვენეციის ბიენალს ოქროს ლომი და ოლივერის ჯილდო.  იგი არის ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის  აკადემიისა და გერმანიის ხელოვნების აკადემიის წევრი;  ფლობს დოქტორის ხარისხებს.  ვილსონი არის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ოფიცერი , ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის ორდენის კომანდორი,  ატარებს გერმანის ოფიცრის ჯილდოს დამსახურებისათვის და 2023 წელს მიიღო პრემია იმპერიალე. 

რობერტ უილსონი არის დამაარსებუელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ვოთერ მილ ცენტრისა, ნიუ იორკში, ვოთერ მილში. ცენტრი არის ხელოვნების ლაბორატორია. 

ივან ვაზოვის ნაციონალური თეატრი არის ყველაზე ძველი და ავტორიტეტული ბულგარეთში სცენებს  შორის. თეატრის მდიდარი ისტორია მყარად ეფუძნება  ტრადიციებს, რომელიც თანამედროვეობაშიც ნათლად იკითხება .   თეატრის რეპერტუარი მდიდარია როგორც კლასიკური ასევე თანამედროვე  პიესებით და მაყურებლის სხვადასხვა გემოვნებას ეხამება.  თეატრის შენობა ცნობილი ავსტრიელი არქიტექტორების მიერაა აშენებული  -  ფერდინად ჰელინერმა  და ჰერმან ჰელმერმა ასევე დააპროექტეს თეატრის შენობები ვენაში, ოდესაშო, ზაგრებში, პრაღასა და სხვა ევროპულ ქალაქებში -  ყველა მათგანი ამ ქალაქების სიმბოლო გახდა. 

თეატრის სცენა ტექნიკურად კარგადაა აღჭურვილი და გააჩნია 780 ადგილი, ასევე კამერული სცენა 135 ადგილიდა და აპოსტოლ კარამიტევი სცენა. თეატრალური სეზონი მოიცავს 10 პრემიერამდე და 600 წარმოდგენას. 

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved