.jpg&dimension=650x500&x=&y=)
რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში
- რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი
- თეატრი:სამეფო უბნის თეატრი - ჰესენის მიწის მარბურგის თეატრი HLTM (საქართველო-გერმანია)
- მასპინძელი თეატრი:სამეფო უბნის თეატრი
- თარიღი:
- 13 ოქტომბერი - 20:00 სთ,
- 14 ოქტომბერი - 20:00 სთ,
- 15 ოქტომბერი - 20:00 სთ,
- 16 ოქტომბერი - 20:00 სთ,
- 17 ოქტომბერი - 20:00 სთ,
აგლაია ვეტერანი, ნინო ხარატიშვილის ადაპტაციით
რომანის ადაპტაცია
რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი
კომპოზიტორი: ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილი
ქორეოგრაფი: ვარა კახიას პონსე
მუსიკალური ადაპტაცია: ნესტან ბაგრატიონ- დავითაშვილი
ფოტოგრაფი: იან ბოში
ხანგრძლივობა: 120 წუთი, შესვენების გარეშე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
ბავშვისხმიანი ავტორი: ანნა რაუში
გოგო, რომელიც ხმას არ იღებს/ მუნჯი გოგო: სასკია ბოდენ-დილინგი
გოგო ამოგლეჯილი თმით/მელოტი: ანკე ჰოფმანი
გოგო მკვდარი ძაღლით/ძაღლიანი გოგო: ნატა მურვანიძე
გოგო ანგელოზის ფრთებით/ ანგელოზი: ბაია დვალიშვილი
საცირკოკოსტიუმიანი გოგო/აკრობატი: ანანო მახარაძე
სპექტაკლის შესახებ:
რუმინელმა მწერალმა ქალმა, აგლაია ვეტერანიმ დაწერა რომანი ბავშვზე, რომელიც მისეულად აღიქვამს ცირკის მსახიობი მშობლების ცხოვრებას - ოჯახი ყოველდღე საოცარი იმედით გადის ბეწვის ხიდს დაუნდობელ სამყაროში - სამყაროში, სადაც ადამიანებს სხეულებით ითვლიან, ილუზიებით ცხოვრება გარდაუვალია, მაგრამ იმედი ყველაზე მძლავრად გიზგიზებს.
მუდმივი უცხოობა უცნობ სამყაროში, დაუსრულებელი გადააგილებები; სახლის, საკუთარი ქვეყნის მონატრება; და, ბოლოს და ბოლოს, ყოველდღე ბოსტნეულით სავსე თეფში მაგიდაზე - ესაა ახალგაზრდა გოგონას იდენტობა. მაგრამ იმედის ძაფი მომავლისკენ მეტისმეტად ძლიერ ირხევა. ცირკის საზიდარიც კვლავ შარაგზასაა გამოდებული და გაურკვევლობისაკენ მიექანება - იმის მიუხედავად, რომ ახალ ენაზე პირველი ახალი სიტყვები თითქოს ნასწავლია.. და მაინც, ესაა იმ სასტიკის რეალობის პოეტური სარკე, რომელშიც მიუსაფარ, გაუცხოებულ ადამიანებს იყენებენ.
პრესა:
,,მარბურგის ანსამბლის ქალები აღმაფრთოვანებლები არიან.. ანსამბლი, რომელიც სპექტაკლში თბილისელ პარტნიორებსა და მსახიობებთან ერთად მონაწილეობს, დიდებულია.. თითქმის მიწურული სეზონის უდავო მარგალიტი." მიხაელ ლააგესი, nachtkritik.de; 21.04. 2023წ.)
,, შთამბეჭდავია ექვსი პერსონაჟის თამაში მათთვის საგანგებოდ შექმნილ ექვს ოთახში. ეს ყველაფერი დადგმულია წარმოუდგენელი ფანტაზიით, მბრუნავ სცენაზე. სპექტაკლი დიდი თანაგრძნობითაა გამსჭვალული და ამავე დროს საინტერესოდაა დისტნაცირებული აგლაია ვეტერანის ხედვისაგან." იენს ფიშერი, Die deutsche Bühne, 22.04.2023წ.
,, რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში" მძიმეა, როგორც რომანი და დაუნდობელია სცენაზეც, თუმცა მას უსასრულო სინაზით თამაშობენ მსახიობები - ლაღად, მაგრამ არა ზედაპირულად, რაც საკმაოდ უჩვეულოა." იუდით ფონ შტერნბურგი, Frankfurter Rundschau, 24.04. 2023წ.
სპონსორები და პარტნიორები:
სამეფო უბნის თეატრი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ორგანიზაცია Civil Society Cooperation
გერმანიის ქალაქ ფულდას თეატრი Schlosstheater
HLTM - ჰესენის მიწის მარბურგის თეატრია, რომელიც ჰესენის მხარისა და ქალაქ მარბურგის მხარდაჭერით არსებობს, ამ მხარის ხუთი სხვა სახელმწიფო თეატრის მსგავსად. თეატრს ჰყავს 75 თანამშრომელი, მათ შორის - 18 მსახიობი. თეატრს სამი მუდმივი სცენა აქვს. მისი ამოცანა ამ რეგიონში თეატრის პოპულარიზაციაა. მას შემდეგ, რაც თეატრის შემოქმედებით მიმართულებას ორი რეჟისორი ქალი, ევა ლანგე და კაროლინა უნსერ ლაიხტვაისი განსაზღვრავს, იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია გახდა.