
შინ, ნულისკენ
- რეჟისორი: სტუდენტური ნამუშევარი
- თეატრი:ღია სივრცე
- მასპინძელი თეატრი :ღია სივრცე | ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი
- თარიღი:
- 27 სექტემბერი - 13:00 სთ,
სტუდენტები: მანუ თავაძის, ბაია კერესელიძის, თორნიკე ლაზაშვილის, ლაკო მაჭავარიანის, ქეთო ტატიშვილისა და ქეთი ჯავახიშვილი ერთობლივი ნამუშევარი
კურატორები: დავით ხორბალაძე, მიხეილ ჩარკვიანი
სცენოგრაფია ანა გურგენიძის
კომპოზიტორი : Gabiskiri amalia
მონაწილეობენ:
მანუ თავაძე, ბაია კერესელიძე, თორნიკე ლაზაშვილი, ლაკო მაჭავარიანი, ქეთო ტატიშვილი, ქეთი ჯავახიშვილი.
სპექტაკლის შესახებ:
დედამიწას საფრთხე აღარ ემუქრება! პლანეტის გადარჩენის მისიით, ადამიანები მისგან იზოლირდნენ და ცხოვრებას სპეციალურად შექმნილ კაფსულებში აგრძელებენ.
მისიის სხვადასხვა ეტაპზე, მათ მოახერხეს და დედამიწას ყველა ბუნებრივი რესურსი დაუბრუნეს, გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები გადაარჩინეს, გაამრავლეს და შექმნეს ისეთი ახალი სახეობებიც, რომლებსაც ეკოსისტემისთვის მხოლოდ სარგებლობა მოაქვთ.
ბოლო მისია უკანასკნელი პოლიეთილენის საზეიმოდ განადგურებაა. ამის შემდეგ ადამიანებმა მშობლიური პლანეტა უნდა
ხანგრძლოვობა : 80 წუთი, შესვენების გარეშე
ღია სივრცე ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი არის დამოუკიდებელი სახელოვნებო კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ექსპერიმენტული ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.
იგი ქმნის სოციალური და კულტურული გადაკვეთების სივრცეს, რომელშიც ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა გაეცნოს თანამედროვე ხელოვანების ძიებებს სხვადასხვა მიმართულებით.
ცენტრში წარმოდგენილი პროგრამა ინტერდისციპლინარულია და იძლევა ხელოვნების სხვადასხვა დარგში სინთეზურად მუშაობის შესაძლებლობას, ქმნის ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ გარემოს საზოგადოების ყველა წევრისთვის, ცდილობს აღმოაჩინოს არტისტები და მისცეს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, თვითგამოხატვისა და ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა, შექმნას გარემო სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა და თვითრეალიზების მეთოდების შეუზღუდავობისთვის.
ღია სივრცე მდებარეობს ქალაქის ცენტრისგან 6 კმ. მოშორებით, პოსტინდუსტრიულ რაიონში, ყოფილი ელექტროძრავების ქარხნაში. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს მცდელობას სახელოვნებო პროცესები მიმდინარეობდეს და ვითარდებოდეს ცენტრალიზებული კულტურული პროცესების მიღმა, შემოიკრიბოს მრავალფეროვანი აუდიტორია და შექმნას სოციალიზაციის ახალი წერტილი.
ცენტრის წლიური პროგრამა შედგება დროებითი გამოფენების, პერფორმანსების, სპექტაკლების, მუსიკალური ღონისძიებების, უორქშოპებისა და დისკუსიებისგან.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიხეილ ჩარკვიანი, დავით ხორბალაძე
თეატრის დირექტორი ანა გურგენიძე
საკონტაქტო ინფორმაცია : ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი,
შესახვევი 1, #2, მე-5 სართული
openspaceea@gmail.com
+995 557 908 973