შვეიცარია

  • რეჟისორი: დავით თარბა
  • თეატრი:თეატრი ათონელზე
  • მასპინძელი თეატრი :თეატრი ათონელზე
  • თარიღი:
    • 29 სექტემბერი - 20:00 სთ,

ჯოანა მიურეი-სმიტი

რეჟისორი: დავით თარბა
სცენოგრაფია: ჯაბა ქურთიშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ჯაბა ქურთიშვილი
კომპოზიტორი: ნიკა კოხრეიძე

 

მონაწილეობენ: 

ნინო ბურდული, ზუკა პაპუაშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:
ცნობილი ამერიკელი მწერალი, თრილერის დედოფლად აღიარებული პატრიცია ჰაისმიტი შემოქმედებითი კრიზისით იტანჯება, უკვე ასაკშია და ფილტვის კიბოთია ავად.  მან თავი შვეცარიის ალპებში გამოიკეტა და სრულიად მარტო ცხოვრობს. ერთ დილას პატრიცია ჰაისმიტს მოსალოდნელი სტუმარი ეწვევა. სტუმარი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც მწერალთან გამომცემელმა გააგზავნა, რათა პატრიცია დაარწმუნოს დაწეროს მისი ყველაზე გაყიდვადი წიგნის სერიის ბოლო ნაწილი, რომლის მთავარი პერსონაჟიც რომანტიზირებული სოციოპოათი, მანიპულაციის ოსტატი და სერიული მკვლელი ტომ რიპლია. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ მომხიბვლელ სტუმარს, მწერალი შემზარავი მისიის შესასრულებლად ამზადებს. სპექტაკლი იკვლევს ორი ადამიანის ცნობიერების ნაკადისა და ჭკუის მეშვეობით გამართულ ინტელექტუალურ თამაშს,  რომელიც მალე სიკვდილის ცეკვად გადაიქცევა. ავსტრალიელი დრამატურგის ჟოანა მიურეი სმიტის გახმაურებული პიესა ,,შვეიცარია“ ქართულ თეატრის სცენაზე პირველად დაიდგა.

 

ხანგრძლოვობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე

თეატრი ათონელზე დამოუკიდებელი - პროფესიული თეატრია, რომელიც 2005 დაარსდა. თეატრს არ ჰყავს საკუთარი მუდმივმოქმედი დასი და ხშირად უთმობს სცენას თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორებს და მსახიობებს, რითიც საშუალებას აძლევს მათ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: ნანა ფაჩუაშვილი თეატრის დირექტორი: თინათინ სალუქვაძე საკონტაქტო ინფორმაცია: 599285000 . თინათინ სალუქვაძე, Atonelith@gmail.com

ფოტო გალერეა

© 2025 All Rights Reserved