სიბნელის წინააღმდეგ

  • რეჟისორი: კატერინა კისტენი და იჰორ რუბაშკინი
  • თეატრი:პეჩერსკის ახალი თეატრი
  • მასპინძელი თეატრი :თბილისის ღვინის მუზეუმი
  • თარიღი:
    • 10 ოქტომბერი - 20:00 სთ,

იორგენ იერდტი (შვედი დრამატურგი) 

დრამა

რეჟისორები კატერინა კისტენი და იჰორ რუბაშკინი, უკრაინა 

კომპოზიტორი: ანდრი მერხელი

დიზაინერები, ქორეოგრაფები, მუსიკალური ადაპტაციის ავტორები: კატერინა კისტენი და იჰორ რუბაშკინი

ფოტოგრაფი: იური მეჩეთოვი

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი  (შესვენების გარეშე)

 

 

მონაწილეობენ:

კრისი - იჰორ რუბაშკინი

კიმი - კატერინა კისტენი

 

სპექტაკლის  შესახებ:

სპექტაკლი „სიბნელის წინააღმდეგ“  შვედი დრამატურგის იორგენ იერდტის პიესის „სიბნელეში“ მიხედვითაა დადგმული.

"გარკვეული გაგებით, სპექტაკლის რეალობას დროის პირობითი ზღვრები აქვს , მაგრამ იგი სრულად ასახავს ვითარებას, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება. იყო რაღაც, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც მინდოდა დამეწერა - ადამიანთა შორის ნდობა და ერთობა", - ამბობს პიესის "სიბნელის წინააღმდეგ" ავტორი იორგენ იერდტი. 

კრისი და კიმი მცველები არიან, ან, ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთს ასე ეუბნებიან. იმდენია ხანია,  თავიანთ პოსტებზე დგანან, რომ მაყურებელს ნელ-ნელა ეჭვი ეპარება - ,, სწორ" ადგილას არიან კი ნამდვილად?... იქნებ მათი მისია დასრულებულია?  დროის შეგრძნება დაკარგული აქვთ, მაგრამ იციან, რომ  საფრთხე, რომელიც ემუქრებათ, რეალურია.

სიუჟეტი მაყურებლის თვალწინ და გვერდით ვითარდება, იგი, პრაქტიკულად, თეატრალური ქმედების  თანამონაწილე ხდება. სპექტაკლი "სიბნელეში" იმ გაურკვევლობის შესახებაა, რომელიც შეუცნობლის უფსკრულის პირას, გარდაუვალი უბედურების მომენტამდე გვეუფლება....

ეს განცდა კარგადაა ნაცნობი გმირებისთვის, რომლებიც ერთად აღმოჩნდნენ სიბნელეში...

ორი უკრაინელი მსახიობი, რომლებიც დღეს შუა ომში აღმოჩნდნენ.. გრძელვადიანი პარტნიორობა ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო შეჩერდა...  კაცი  -  უკრაინაში დარჩა, ქალმა - შვედეთს შეაფარა თავი... პროფესიაში ერთწლიანი დუმილი ჩამოდგა, რასაც მოჰყვა მომავალი პროექტისათვის მზადება და  ორთვიანი სარეპეტიციო ზუმ-დიალოგი.

დღეს ისინი თბილისში შეხვდებიან ერთმანეთს სცენაზე, რათა სხვადასხვა პერპექტივიდან ისაუბრონ ერთსა და იმავეზე - ცხოვრებისეულ დეზორიენტაციაზე, რომელსაც ომის შავი ფონი გასდევს.

ავტორს სურდა, მსახიობებს სიბნელეში ეთამაშათ. დროითი რეალობა ასეთია - შუქის გამოურთავადაც საკმარისზე მეტია სიბნელე.

 

 

დასის ისტორია

პეჩერსკის ახალი თეატრი დაფუძნებულია კარპენკო-კარის (კიევი) თეატრისა და კინოს ხელოვნების უნივერსიტეტის სამსახიობო კურსზე. თეატრი მუშაობს ექსპერიმენტულად, აქვს ძალზე საინტერესო რეპერტუარი, რომელიც მოიცავს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჟანრისა და სტილის ნამუშევრებს. სახელოვნებო პროცესში დასი მუდამ ახალ გზებს დაეძებს. თეატრმა მონაწილეობა მიიღო ედინბურგის თეატრალურ ფესტივალში,  თანამშრომლობდა და ერთობლივ პროექტებს ქმნიდა მიუნჰენის თეატრალურ დასებთან, შვედურ არტ ჯგუფთან "მელო", იტალიელ რეჟისორებთან და სხვებთან ერთად.

ტექსტი Dom Master Klass-დან:

კატერინა კისტენი უკრაინული თეატრის ძალზე ცნობილი მსახიობია, რომელიც უსაზღვრო ჟანრულ დიაპაზონში მუშაობს, იუმორისტული  კომედიური როლებიდან ეგზისტენციალისტურ- ტრაგიკულამდე. იგი პოპულარული კინომსახიობიცაა და დაჯილდოებულია უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდებითა და   ოლგას III ხარისხის ორდენით.

იჰორ რუბაშკინი ნიჭიერი უკრაინელი მსახიობია,  ვარსკვლავური თეატრალური დინასტიის გამგრძელებელი. უკრაინის დამსახურებული არტისტის, რუბაშკინის  შემოქმედებითი ბიოგრაფია, უპირველეს ყოვლისა,  დრამატულ თეატრს უკავშირდება, სადაც იჰორი წამყვანი მსახიობიცაა და რეჟისორიც. თეატრალურ საქმიანობასთან ერთად, იჰორ რუბაშკინი ინტენსიურად მუშაობს კინოსა და ტელევიზიაში.

ეს განსაკუთრებული სპექტაკლი  პეჩერსკის ახალი თეატრის (კიევი) ორმა მსახიობმა დავდგით Bouquet Kyiv Stage Art Festival-ისა და თბილისური   “ Ukraine +Sakartvelo. Side by side”-ისთვის ( ,,უკრაინა +საქართველო. მხარდამხარ“)  და  იგი 2023 წლის აპრილში წარვადგინეთ. 

ამ უკრაინული ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია Dom Master Klass, უკრაინის კულტურული ცენტრი კიევში. 

 

http://newtheatre.kiev.ua/

https://dommk.org/

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved