
ვოიცეკი
- რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
- თეატრი:კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
- მასპინძელი თეატრი :კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
- თარიღი:
- 27 სექტემბერი - 20:00 სთ,
რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
კომპოზიტორი: სანდრო ნიკოლაძე
მხატვარები: ანა დვალი, ბაჩუკი შენგელია
მონაწილეობენ:
უჩა მჟავია, შაკო ჩალაღაშვილი, ნინო თათოშვილი, ნინო ძმანაშვილი, ლუკა გერგედა.
სპექტაკლის შესახებ:
„ვოიცეკი“ – გერმანელი დრამატურგის გეორგ ბიუხნერის პიესა. უბრალო ხალხის წარმომადგენელი ინდივიდის, ადამიანის მძიმე, გაუსაძლისი მდგომარეობაა ასახული. ნაწარმოების სიუჟეტი რეალურ ამბავზეა აგებული - იოჰან ქრისტიან ვოიცეკმა, ლაიფციგელმა დალაქმა, შეყვარებულისადმი ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობა ჩაიდინა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს. პიესა, რომელზეც ბიუხნერი სიცოცხლის ბოლო წელს მუშაობდა, დაუმთავრებელი დარჩა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა.
ვოიცეკის გარშემო არსებული სამყარო, უბრალო ადამიანისადმი მტრულად არის განწყობილი. უცნაურად მგრძნობიარე და მძრუნველი ვოიცეკი, ერთადერთი მორალური ადამიანია მთელს პიესაში
სპექტაკლი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი დაარსდა 2001წელს. თეატრი აერთიანებს სასცენო ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. სპექტაკლები არავერბალურია. თეატრი ერთნაირად წარმატებით მართავს საკუთარ სპექტაკლებს როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ყავს თავისი მუდმივ მოქმედი დასი, მუსიკალური ბენდი. მონაწილეობას იღებს ფესტივალებში როგორც საქართველოს ისე მის ფარგლებს გარეთ. სამი წელია თეატრს საკუთარი ფესტივალი გააჩნია, სახელწოდებით „მოძრაობის,ცეკვის და ფიზიკური თეატრის საერთაშორისო ფესტივალი“.
საკონტაკტო ინფორმაცია:
ეკატერინე ბაკურაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
Tel: 599624034
Email: bakuradze_ekaterine@yahoo.com