2016 წლის 1, 2, 3 ოქტომბერი 20:00 საათზე
ახალი თბილისი (აღმაშენებლის გამზირი) 

მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე, ბრიტანეთი

ჟანრი: ცეკვა
რეჟისორი და ქორეოგრაფი: დენ კანჰემი
კომპოზიტორები: ლიუკ ჰარნი და სემ ჰოლმარაკი
მხატვარი: ბიანკა უორდი
ფოტოგრაფი: პოლ ბლექმორი
სპექტაკლის შესახებ:

„ვარსკვლავები ჩაქრა. ღია ცის ქვეშ ცეკვა სულ სხვა გრძნობებს ბადებს. მოძრაობაც სხვაგვარია. და საუკუნოვანი ნალექი ძვლებს აღარ ეკვრის, სისხლში იხსნება.“  მიხაელ კლინი

ღამეა. ქალაქის მიჯნაზე ვპოულობთ ადგილს თავშეყრისთვის: სადაც იწყება სახელდახელო ცერემონია, ტერფების გავარჯიშება და სახსრების შენჯღრევა, დასასრულის პირისპირ მდგარი ცეკვა.

„მხედრებსა და გაჭენებულ ცხენებზე“ ამაღელვებელი საცეკვაო წარმოდგენაა, რომელიც კომპანია „სთილ ჰაუზმა“ ურბანულ სივრცეებში ადგილობრივი მოსახლეობის გასართობად შექმნა. ექვსი ქალი მოცეკვავე და ცოცხალი ბენდი ძველ ცეკვას ახლებურ სიცოცხლეს შთაბერავს, შეუპოვარი რიტმებით და სილაღით სავსე მოცეკვავეები ხელახლა აღმოაჩენენ, რას ნიშნავს კოლექტიურად მოძრაობა.

მუსიკა მხედარია, ჩვენ კი - გაჭენებული ცხენები.

ხანგრძლივობა: 50 წუთი

კომპანიის შესახებ:

თავისი კომპანიის, „სთილ ჰაუზის“ საშუალებით დენ კანჰემი ქმნის ნამუშევრებს სხვადასხვა ჟანრში, მათ შორისა თეატრი, ცეკვა, კინო და აუდიო-ვიზუალური ინსტალაციები.
დენი „სთილ ჰაუზის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი მკვლევარია და სხვადასხვა დარგის პრაქტიკოსებთან ხშირად თანამშრომლობს. 
www.stillhouse.co.uk

საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com

© 2024 All Rights Reserved