2016 წლის 28 სექტემბერს , 20:00 საათზე
კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
დახ დოთერზ ბენდი
ვარდები, უკრაინა
ჟანრი: ფრიკ-კაბარე
რეჟისორი: ვლადისლავ ტროიცკი
კომპოზიტორები, ადაპტირებული მუსიკის ავტორები: დახ დოთერზ ბენდი და ვლადისლავ ტროიცკი
ფოტო: ოლგა ზაკრევსკა, იგორ გაიდაი
მონაწილეობენ: სოლომია მელნიკი, რუსლანა ხაზიპოვა, ტეტიანა ჰავრილიუკი, ნატალკა ჰალანევიჩი, ანა ნიკიტინა, ზო, ნინა გარენეცკა
სპექტაკლის შესახებ:
მაცოცხლებელი სპექტაკლი სიყვარულის, თავისუფლებისა და სილამაზის შესახებ, რომელმაც თითქოს სამყარო უნდა იხსნას. „დახ დოთერზი“ მქნის ფრანგული ლაუნჯის ატმოსფეროს, სადაც მიერი მატიე მერილინ მენსონს უმეგობრდება. სიმებიანი, კლავიშიანი და დასარტყამი ინსტრუმენტების მთელი არსენალით შეიარაღებული ქალები აზანზარებენ მაყურებელს თავიანთი ღრიალით, რომელიც ლაიბახს მოგაგონებთ, თუმცა, მეორე წამს საოცრად მორბილდებიან და 1950-იანი წლების ჰოლივუდელი ლამაზმანებივით ოცნებობენ ტროპიკებში გატარებულ შვებულებასა და კარიბის ზღვის კუნძულებზე. „დახ დოთერზი“ თავიანთი არაამქვეყნიური სიმღერებისთვის შთაგონების წყაროს ყველგან პოულობს: უკრაინულ კლასიკურ პოეზიაში, ძველი პოპულარული ჰიტების ფრაგმენტებში, და ასევე საკუთარ ტექსტებში. ყველაზე უცნაურ ნაწარმოებებს ამშვენებს ისეთი პოეტების ლექსები, როგორებიც არიან ტარას შევჩენკო, ლესია უკრაინკა, იოსიფ ბროდსკი, ჩარლზ ბუკოვსკი და ალექსანდერ ვვედენსი.
წარმოდგენა ასხივებს შემოქმედებით სიხარულს, გხიბლავს უსაზღვრო ენერგიის ამოფრქვევებით. ეს არის თეატრალური და მუსიკალური სანახაობის ნაზავი.
ხანგრძლივობა: 90 წუთი
თეატრის სესახებ:
„დახ დოთერზი“ უკრაინული გოგონათა ბენდია, რომელიც უკვე სენსაციური წარმატებით სარგებლობს ევროპაში. მუსიკოს-მსახიობთა დასი ჩამოყალიბდა კიევის ცნობილი დახ თეატრის ბაზაზე. შთამბეჭდავი დადგმების ავტორია ვლადისლავ ტროიცკი, რომელმაც ასევე დააარსა „გოგოლფესტი“, უკრაინის ყველაზე პოპულარული თეატრალური ფესტივალი.
მათი წარმოდგენები აერთიანებს მძაფრ ენერგიასა და მეამბოხე სულს სუფთა პოეზიასთან; თავს უყრის უკრაინულ ხალხურ სიმღერებს, როკს, რეპსა და შესაშურ სამსახიობო ოსტატობას. გოგონები ამ ჟანრს „ფრიკ-კაბარეს“ უწოდებენ, თუმცა, მაყურებელმა შეიძლება აღიქვას წმინდა სახის კაბარედ, სადაც თითოეული მსახიობი ყველა ინსტრუმენტზე უკრავს და ყველა შესაძლო ენაზე მღერის, ასევე ხელთათმანებივით იცვლის როლებს.
მაყურებელთან ერთად ისინი ქმნიან როკ-ოპერებს, რომლებიც არა მხოლოდ თანამედროვე პოპულარული მუსიკის ახალი ფორმების ძიებას ემსახურება, არამედ, დღევანდელობისათვის აუცილებელ კონტექსტსაც წარმოგვიდგენს. დროის რიტმთან ერთიანობაში, „დახ დოთერზის“ წევრები შემოქმედებით წამებში აგროვებენ საკუთარ ენერგიას და ავრცელებენ უზარმაზარ სიყვარულს, ამსხვრევენ მოსაწყენი რუტინის კედლებს...
საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com