2016 წლის 4, 5 ოქტომბერი , 20:00 საათზე
სამეფო უბნის თეატრი
ოსიპ მანდელშტამი, ანა ახმატოვა
ალუბლის ბაღის პორტრეტები, პოლონეთი
რეჟისორი: გჟეგოჟ ბრალი
კომპოზიტორები: გაი პირსონი, მაჩიეი რიხლი
ფოტოგრაფი: მატეუშ ბრალი
მონაწილეობენ: დიმიტრის ვარკასი, იენი კაატცი, ჰენრი მაკგრასი, ჯულიანა ბლადგუდი, კატარჟინა იანეკოვიჩი, ლუკაშ ვოიჩიკი/ ჰაითამ ასემ ტანტავი, ოლგა კუნიცკა, რაფალ ჰაბელი, ადამ კლიფორდი
სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი „ალუბლის ბაღის პორტრეტები“ ეფუძნება ანტონ ჩეხოვის პიესას „ალუბლის ბაღი“, წარმოდგენის რეჟისორია გჟეგოჟ ბრალი. ჩეხოვის დრამის მუსიკალური ინტერპრეტაცია ეკუთვნით კომპოზიტორებს გაი პირსონსა და მაჩიეი რიხლის. ეს არის დაკარგული სამოთხის ისტორია, ფუჭად გაფლანგული „ალუბლის ბაღი“ წახდენილი ღირებულებების სიმბოლოა, ერთგვარ პოეტურ მითად ქცეული. წარსული ცხოვრება, რომელსაც პერსონაჟები იხსენებენ მიუღწეველ იდეალად ქცეულა. რეჟისორმა თითოეული პერსონაჟისთვის შექმნა ისტორია, რომელიც გამოხატულია მისთვის დამახასიათებელი ჟესტებით, მოძრაობითა და ცეკვით, რომელსაც გამუდმებით თან სდევს მუსიკალური პარტიტურა; ურთიერთობები და მოქმედება ამ ფონზე იკვეთება. პერსონაჟების ხასიათს ასევე განსაზღვრავს ოსიპ მანდელშტამისა და ანა ახმატოვას ლირიკული პოეზია, რომელთა გამოყენებითაც რეჟისორი გამორჩეულ „მუსიკალურ ლექსებს“ ქმნის.
ხანგრძლივობა: 70 წუთი, ანტრაქტის გარეშე
თეატრის შესახებ:
„თეატრი თხის სიმღერა“ 1996 წელს დააარსეს ვორცლავში გჟეგოჟ ბრალმა და ანა ზუბრჟიცკიმ; მან მალევე მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური თეატრალური კომპანიის რეპუტაცია, თავისი მცდელობით, იკვლიოს თეატრის, როგორც სახელოვნებო ფორმის გამორჩეული ნიშნები. „თეატრი თხის სიმღერა“ თავის წარმოდგენებში, რეპეტიციებსა და ტრენინგებში, გამუდმებით მიმართავს ლაბორატორიული კვლევის პრინციპს, რაც დასის რეჟისორებსა და მსახიობებს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო სრულყონ და განავითარონ თავიანთ ხელობაში ახალი ტექნიკები და საშემსრულებლო ენა. მათი ყოველი ახალი მიდგომა ცდილობს, ერთმანეთს შეარწყას მოძრაობა, ხმა, სიმღერა და ტექსტი, რის შედეგადაც სპექტაკლებს ახასიათებთ შინაგანი მუსიკალურობა და მაყურებელთან სენსორულ დონეზე კავშირი.
„თეატრი თხის სიმღერა“ გამოირჩევა თავისი პედაგოგიური საქმიანობითაც, რაც კომპანიის მუშაობის განუყოფელი ნაწილია - ამრიგად დასის შემოქმედება თავადაც მდიდრდება და საკუთარი პრაქტიკის გავრცელებასაც უწყობს ხელს. 2004 წელს კომპანია მიიწვია მანჩესტერის მეტროპილიტენ უნივერსიტეტმა, სადაც შეიქმნა სამაგისტრო პროგრამა მსახიობებისათვის (2012 წლამდე). ამ წლიდან მოყოლებული „ბრალის სამსახიობო სკოლა“ „თხის სიმღერასთან“ თანამშრომლობით გაუძღვება ერთწლიან კურსს თეატრის მსახიობთათვის. კურსის მთავარი საგანია „კოორდინაციის ტექნიკა“, რაც თეატრის ტრენინგ-პროგრამის ძირითადი ასპექტია. კურსი მოიცავს ქმის, ტექსტის, ენერგიისა და წარმოსახვის ერთმანეთთან ორგანულად დაკავშირებისა და ინტეგრაციის ტექნიკას. მეცადინეობის ნაწილია ლექციები თემაზე „სახიობის ანთროპოლოგია“. პროგრამა განკუთვნილია მსახიობების, რეჟისორების, პერფორმერებისა და მოცეკვავეებისათვის.
„თხის სიმღერა“ ასევე ატარებს საზაფხულო ვორკშოპების სერიას საერთაშორისო აუდიტორიისათვის (მსახიობებისა და თეატრის პარაქტიკოსებისათვის), რომელიც კომპანიის ტრენინგზე დაფუძნებული მიდგომის უკეთ გაგების საშუალებას იძლევა.
საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com