თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს 8 წლის გახდება.
თითოეულ ფესტივალს ინდივიდუალური ხელწერა აქვს, განსაკუთრებით კი წარმატების შემთხვევაში ფესტივალები ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას აცოცხლებს,
პროფესიონალებისათვის კი იგი ერთგვარი ,,ტრანსფერ“ ცენტრია. რომელიც ახალი შემოქმედებითი პოტენციალით ტუმბავს ატმოსფეროს, ქმნის განვითარების, წარმოდგენის ახალ პერსპექტივას.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კულტურის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, შემოდგომის თბილისის ერთერთი მთავარი მოვლენაა.
უკვე თამამად შევიძლია რომ ვთქვათ - არა მარტო თბილისის; ფესტივალი დღეს კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების კულტურული მოვლენების ცენტრია.
2016 წლის 24 სექტემბერიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მე-8 ფესტივალს წარვადგენთ!
- საერთაშორისო პროგრამა 24 სექტემბერი - 6 ოქტომბერი
- პროგრამა New 27 სექტემბერი – 1, 3 ოქტომბერი
- ქართული სპექტაკლების პროგრამა 4 – 8 ოქტომბერი
ასევე: გამოფენები, სპეციალური სტუმრები, ვორქშოფები და სემინარები
სიახლე!
2016 წელს ფესტივალი პირველად წარადგენს ქუჩის წარმოდგენებს
მაშ ასე!
24სექტემბრიდან თბილისის ქუჩებში და სხვადასხვა თეატრებში: ინდოეთის, პოლონეთის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, სომხეთის, იაპონიის, მსოფლიო შედევრები
5-8, ოქტომბერი ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი
ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian ShowCase
ქართული სპექტაკლების პროგრამა გასული სეზონის (2015-2016) შეჯამებაა.
შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ქართული თანამედროვე თეატრის გაცნობის, პროექტების ინიცირებისა და გაცვლითი პროექტების მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამაზე 80-მდე საერთაშორისო სტუმარს ველოდებით.
2016 წლის ქართული სპექტაკლების რეკომენდირებული პროგრმა 9 თეატრის 10 სპექტაკლით განისაზღვრა, ასევე პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს შოუქეისზე წარდგენილი ის პრემიერები, რომლის პირველი ჩვენებაც 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. (10 პრემიერა)
ფესტივალის კლუბი ყოველ საღამოს უმასპინძლებს ფესტივალის მონაწილეებს.
საკონტაქტო პირი:
თამარ ლალიაშვილი
პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ტელეფონი:+995 574 77 11 71, +995 322 95 35 82
E-mail: tamuna@tbilisiinternational.com