ფესტივალის სექტემბერი მოდის ! და ჩვენი მოხალისეების შეკრების დროც !
მაშ ასე - ვიწვევთ მოხალისეებს ფესტივალზე სამუშაოდ.
სულ 6-7 მოხალისეს შევარჩევთ ფესტივალის საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამაზე.
საქმე ბევრი და საინტერესო. გრაფიკი რთული, მოთხოვნები მაღალი - მაგრამ სრულიად გამორჩეული გამოცდილება გარანტირებულია !


მაშ ასე როგორ მოხალისეებს ვეძებთ:


1. აუცილებლად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას (სხვა ენების ცოდნაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ინგლისური გადამწყვეტია  )
2. უნდა შეგეძლოთ კომუნიკაცია მარტივად, სრაფად და სრული ყურადღებით
3. დაგვიანება და გაცდენა არ იქნება მისაღები, გარდა სრულიად საპატიო მიზეზებისა


რას გააკეთებთ:
1. საერთაშორისო პროგრამის სპექტაკლებზე და ღონისძიებებზე სხვადასხვა საქმეს (ადმინისტრაციული, ტექნიკური, სამასპინძლო);
2. ქართული სპექტაკლების პროგრამის განმავლობაში უცხოელი სტუმრების მასპინძლობა  (გრაფიკი მიხედვით  სტუმრების გადაადგილების უზრუნველყოფა, დახმარება ნებისმიერ საკითხში , მათ შორის მარტივ თარგმანში; დახმარება შოუქეისის მონაწილე თეატრებთან კომუნიკაციაში და სხვა)

სამუშაო თარიღები: 12 სექტემბერი - 4 ოქტომბერი, 2024 .


გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი მოკლე CV მისამართზე : info@tbilisiinternational.com;
მხოლოდ 5 სექტემბამდე. არ დაგავიწყდეთ - თქვენს CV-ს საკონტაქტო მოაყოლოთ.

ჩვენ მოვახდენთ შერჩევას, დაგიკავშირდებით და შევხვდებით ტრეინინგისათვის.

© 2024 All Rights Reserved