ფოტოგრაფი: დიმიტრი მატვეევი 

კურატორი: აუდრიუს იანკაუსკასი 

პროდიუსერი: თეატრი მენო ფორტასი 

ლიტვის კულტურის სამინისტროსა და ლიტვის კულტურის საბჭოს  მხარდაჭერით

 

ეიმუნტას ნეკროშიუსს არ უყვარდა კამერები და ყველანაირად ცდილობდა აერიდებინა  გადაღება. ამიტომ მისი მხოლოდ რამდენიმე ფოტოა შემორჩენილი. მას თავისი სპექტაკლების გადაღებებაც  კი არ უყვარდა. ამ პირობებში  ფოტოგრაფ დიმიტრი მატვეევი   წლების განმავლობაში გულმოდგინედ ქმნიდა  ნეკროშიუსის სპექტაკლების არქივს  -  გადაღებისას ის ახერხებდა უხილავი დარჩენილიყო და შეექმნა ფოტოები გამორჩეული ესთეტური გამომსახველობით. 

ფოტოგრაფი თეატრის  ფარდის ორივე მხარესაა -  - ხან სცენაზე, ხან კულისებში. იღებს  მსახიობებს, იჭერს მათ განწყობას,  შემოქმედებითი პროცესის განსაკუთრებულ მომენტებს, სინათლის თამაშს. 

ფოტოები არაა გამოფენილი ქრონოლგიური სიზუსტით,  ისინი უფრო სპექტაკლებში ემოციური მოგზაურობაა  -  დაწყებული „სამი დით“ (1995, დადგმული ლაიფ ფესტივალისთვის), გაგრძელებული მენო ფორტასის ნამუშევრებით „მაკბეტი“ (1998), „ოტელო“ (2000) , „სეზონები“ (2003), „სიმღერათა სიმღერა“ (2004), „ფაუსტი“ (2006), „ღვთაებრივი კომედია“ და „სამოთხე“ (2012), იობის წიგნი (2013) და შიმშილის არტისტი (2015), ბორის გოდუნოვი (2015 ლიტვის ნაციონალურ თეატრში), „დზიადი „(2018) - პოლონეთის სახალხო თეატრში და დასასრულს -  „ძაღლისშვილები“ (2018)  -  კლაიპედის დრამატულ თეატრში. 

გამოფენის დიდი  ნაწილი მოიცავს ფოტოებს „ჰამლეტის“ რეპეტიციებიდან  (1997 ), ისევე როგორც ფოტოებს  კრონბორგის სასახლიდან (ელსინორი, დანია), სადაც მენო ფორტასს  „ჰამლეტის“  რეპეტიცები და სპექტაკლის პრემიერა ჰქონდა. 

გამოფენა 2020 წელს გაიხსნა თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმში ; 2021 წელს წარმოდგენილი იყო 2021 შილუვასში, დუსეტოს ხელვნების გალერეაში, პანევეჟის ბიბლიოთეკაში, კლაიპედის თეატრსა და ლიტვის საპარლამენტო ბიბლიოთეკაში. სრული გამოფენა მოიცავს სამოცზე მეტ შავ-თეთრ ფოტოს, რამდენიმე მათგანი ფერადიცაა. 

ადგილი: თეატრი სახელოსნო 42

გამოფენის გახსნა 20:00

© 2024 All Rights Reserved