თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 17,18,19 სექტემბერს ჯაილზ ფორმანის ხელმძვანელობით ჩატარდა ვოქრშოფი -

„ტრანსფორმაცია - გამორჩეული პერსონაჟების შექმნის ხელოვნება"

ჯაილზ ფორმანი
ჯაილზ ფორმანის  სამსახიობო ოსტატობის სწავლებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი; მას არაერთხელ უმუშავია მრავალი ჯილდოსა თუ პრემიის მქონე ფილმსა და სატელევიზიო შოუზე. ფორმანი სამსახიობო ხელოვნებას ლონდონის დრამატულ ცენტრში ეუფლებოდა, კრისტოფერ ფეტსის, იატ მალმგრენის და როვენ ადივის ხელმძღვანელობით. ეს ის აკადემიაა, რომელმაც მსოფლიოს არაერთი ვარსკლავი შეჰმატა - ენტონი ჰოპკინსი, შონ კონერი, პირს ბროსნანი, მაიკლ ფასბენდერი, ჯერალდინ ჯეიმზი, ტომ ჰარდი და მრავალი სხვა.

თავად ჯაილზი ელენ მაკკროისთან, ტერა ფიცჯერალდსა და ანასტეშა ჰილთან ერთად სწავლობდა. როგორც დრამატული ცენტრის პროფესორთა ჯგუფის წევრი, ფორმანი ისეთ პერიოდში ასწავლიდა, როდესაც ცენტრი მრავალმა ცნობილმა მსახიობმა დაამთავრა: სახსენებლად მაიკლ ფასბენდერის და  ტომ ჰარდის სახელებიც იკმარებს. იგი წლების განმავლობაში ამზდებდა და/ან ხელმძღვანელობდა  კინოს, სატელევიზიო შოუებისა თუ თეატრის უამრავ მსახიობს.

 

ფოტო: ცოტნე წერეთელი

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved