მომდევნო თაობის ჰოლოდეკი – როგორ უნდა ამოქმედდეს deepspace
კომპანიის შესახებ:
minus.eins შეიმუშავებს და ამზადებს თეატრალურ პროექტებს, ფესტივალებს და ინსტალაციებს ვირტუალური რეალობის გარემოში (Mozilla Hubs, VR ჩეტი და სხვ.) - რეალურ და ციფრულ სამყაროებს არტისტულ ლაივსტრიმებში აერთიანებს. პროექტის მონაწილეების გუნდმა მოამზადა თეატრალური სერიები, სახელწოდებით “Das HOUSE”, რომლის პირველი ციფრული წარმოდგენა ჩვენება Berlin Theatertreffen-ზე მიწვევისას მოეწყო. Ars Electronica 2020-ის ფარგლებში მათ პირველი ონლაინ ფესტივალი, “Keplers Gardens”/,,კეპლერის ბაღები“ დააარსეს, რომელზეც ასობით ვირტუალური 3D ოთახი იყო წარმოდგენილი. Berlin Theatertreffen 2021-ის ფარგლებში გუნდმა კრისტოფერ რიუპინგის “Simply the End of the World”/ ,, უბრალოდ ქვეყნიერების აღსასრულია“-ს ციფრული ვერსია და შტეფან ბახმანის Graf Öderland”/,,გრაფი ოდერლანდი“ წარმოადგინა. მათი უკანასკნელი ნამუშევარი ნიურნბერგის სახელმწიფო თეატრში ნაჩვენები ვირტუალური ვებსერიები იყო, სახელწოდებით - "Pans Lab".
ვორკშოფის შესახებ:
,,შემდეგი თაობის ჰოლოდეკის – Deepspace -ის და ,,ღრმა ურთიერთქმედების“ მეთოდის საფუძველზე, რომან ზენკლი და ნილს კორტე( minus.eins) გვიჩვენებენ, როგორ
უნდა ამოქმედდეს ,,დიპსპეისი’’ სამგანზომილებიან გარემოში და გიჩვენებენ ,,თავისუფლების 6 ხარისხის“ თვალის დევნების სისტემასთან ურთიერთქმედების ძირითად შესაძლებლობებს.
გაგაცნობენ სცენის მარტივი აგების პრინციპებს და საპროექციო ფორმატს, მიმოიხილავენ სხვადასხვა საოპერაციო სისტემის შემოქმედებით შესაძლებლობებს.
ხანგრძლივობა: 11:00 - 17:00
https://www.minuseins.net/
რეგისტრაცია:
- გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია მოცემულ ელექტრონულ მისამართზე tia@tbilisiinternational.com
- მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, 300 სიტყვა
- რეგისტრაცია სრულდება 26 სექტემბერს, 18:00 საათზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
- მონაწილეთა რაოდენობა - 15 ადამიანი
- მონაწილეებმა პერსონალურ ლეპტოპებში უნდა ჩამოტვირთონ პროგრამა unity version 2021.3.8f1
ადგილმდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (სხვენი)