მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,
პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამების დაგეგმვა საკმაოდ რთულია. 2020 წელს ჩვენ მაინც შევძელით ფესტივალის ჩატარება - როგორც საერთაშორისო,
ისე ქართული სპექტაკლების პროგრამა გაიმართა ონლაინ.
გამოწვევები წელსაც მძაფრია, მაგრამ საერთაშორისო სივრცეში თეატრი წინა წელთან შედარებით უფრო აქტიური გახდა. ვფიქრობთ ჩვენც ავიღოთ გონივრული რისკი და ვცადოთ ფესტივალი ჩატარდეს ჩვეულ რეჟიმში.
სწორედ ამიტომ გვიან, მაგრამ მაინც ვაცხადებთ 2021 წლის ქართული სპექტაკლების პროგრამას.
პროგრამის თარიღებია 1 ოქტომბერი- 4 ოქტომბერი, 2021.
პროგრამა განხორციელდება არა მარტო ჩვეულ, “ცოცხალ” , არამედ ონლაინ რეჟიმშიც. ამგვარად შევეცდებით არა მარტო ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სტუმრებს თბილისში, არამედ
იმ ნაწილისთვის ვინც თბილისში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს , ქართული სპექტაკლების პროგრამის რეკომენდირებული ნაწილი გაიმართოს ონლაინ.
წელს პრიორიტეტი მიენიჭება საშემსრულებლო ხელოვნებაში თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორც სახვითი ენის, გააზრებულ და თემატურ გამოყენებას.
ასევე თანამედროვე და არატრადიციული თეატრალური სივრცეების ათვისებას ფორმის და შინაასრის გათვალისწინებით.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- ყველა სახელმწიფო თეატრს და დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანიას
- ყველა სპექტაკლს, რომელიც დადგმულია 2020წლის დეკემბრიდან - 2021 წლის ივნისის ჩათვლით
- ასევე პრემიერებს, რომელიც დაგეგმილია 2021 წლის 15 სექტემბრამდე
განაცხადი მონაწილეობაზე უნდა იყოს წარმოდგენილი 25 ივნისის ჩათვლით სრულად და სათანადო დოკუმენტაციით.
ქართული სპექტაკლების პროგრამას კურატორობას გაუწევს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საბჭო და არაუგვიანეს 15 ივლისისა გამოაცხადებს რეკომენდირებულ პროგრამას.
საერთაშორისო სტუმრების რეგისტრაცია დაიწყება 1 ივლისიდან.
მათთვის ვინც ჩამოსვლას ვერ მოახერხებს შოუქეისის თარიღებში , ფესტივალის ვებ-გვერდზე და Facebook-ზე, საშუალება მიეცემათ იხილონ რეკომენდირებული პროგრამა Vimeo.com -ის საშუალებით 36 საათის განმავლობაში !
2021 წლის პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
- სპექტაკლის სრული ვიდეო ჩანაწერი ( HD ფორმატში)
- სპექტაკლი უნდა წამოადგინოთ Vimeo , Youtub ან wetransfer.com ზე ატვირთული ან დისკის სახით მისამართზე: მარჯანიშვილის #8
(მარჯანიშვილის თეატრი - საკონტაქტო პირი თამარ ლალიაშვილი: ტელ:+995574771171)
სპექტაკლის ჩანაწერს თან უნდა სდევდეს ინგლისური სუბ-ტიტრები , რაც დამატებით მოგეთხოვებათ პროგრამის შერჩევის შემდეგ.
2021 წლის პროგრამაში მონაწილეობისათვის გთხოვთ,დროულად მოგვაწოდოთ ჩანაწერი და სრულად შევსებული აპლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე:
გთხოვთ იხილოთ თანდართული აპლიკაციის ფორმა