თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი (Georgian Showcase) - აცხადებს რეზიდენტობის პროგრამას ახალგაზრდა უკრაინელი და მოლდაველი თეატრალებისთვის: რეჟისორები, მსახიობები, თეატრმცოდნეები, პროდიუსერები.
პროგრამა შემუშავებულია ევროპის თეატრების კონვენციის წევრი და პარტნიორი თეატრების მიერ:
გერმანია, ავსტრია და საქართველო. ინიციატივის პარტნიორი თეატრები მასპინძლობენ 5 ახალგარზდა ხელოვანს, ხოლო სტიპენდია გაიცემა ევროპის თეატრების კონვენციის მიერ. კანდიდატების შერჩევა ხდება პროგრამის ბორდის მიერ.
სრული ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე: 
http://etc-cte.org/base.php?code=1081&procode 
პროგრამის “Theatre is Dialogue – Dialogue of Cultures: European networking with Eastern European theatres”, მასპინძელი ქვეყანა სექტემებრში უკრაინა და გოგოლფესტია. ჩვენი პარტნიორი თეატრი უკრაინაში მასპინძლობს მხოლოდ ახალგაზრდა რეჟისორებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ იმუშაონ დახ თეატრში და დადგან 20 წუთიანი პერფორმანსი უკრაინელ არტისტებთან ერთად, სამხატვრო ხელმძღვანელის ვლადისლავ ტროიცკის კურატორობით. კონვენციის ბორდმა მარჯანიშვილის თეატრიდან წარდგენილი ორი რეჟისორი შეარჩია, ვულოცავთ ავთანდილ დიასამიძეს და ალექსანდრე ელოშვილს, რომლებიც სექტემბერში გაემგზავრებიან კიევში.

რეზიდენტობის პროგრამა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში (Georgian Showcase)

© 2024 All Rights Reserved