1 ოქტომბერი - "თეატრალური იმერსია" შეხვედრა რეჟისორ ლუკაშ ტვარკოვსკისთან და მსახიობებთან

ადგილი: თეატრი სახელოსნო 42 (Coca Cola-ს ყოფილი ქარხანა)
1 ოქტომბერი - "თეატრალური იმერსია" შეხვედრა რეჟისორ ლუკაშ ტვარკოვსკისთან და მსახიობებთან

მოდერატორი: გურამი ღონღაძე

დასაწყისი: 13:00

 

ლუკაშ ტვარკოვსკი მულტიმედიური პერფორმანსების ავტორია, რომლებშიც ერთმანეთს ურწყამს თეატრალურ და სახვით ხელოვნებას. თავის პროექტებს იგი მულტიმედიის მეშვეობით რეალობის გაფართოების კონტექსტში ათავსებს.

ტვარკოვსკის შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი თეატრის, როგორც საკომუნიკაციო საშუალებისა და ინსტრუმენტის კვლევაა, მისი შესაძლებლობების და ზღვრების ძიება. ნარატივების მუდმივი დეკონსტრუირებით, აუდიტორიის გამყარებული ჩვევების მოშლითა და ახალი მედია-ხერხების გააზრებული გამოყენებით, ტვარკოვსკი სასცენო წარმოდგენის ახალ, ორიგინალურ ენას ქმნის, რომელიც მულტიმედიურ საშუალებებს და,  ფართო გაგებით, ციფრულ ტექნოლოგიებს ეფუძნება. მათი გამოყენებით ტვარკოვსკი

აანალიზებს და თვალს ადევნებს უფრო და უფრო გართულებულ ურთიერთქმედებას რეალურს, სიმბოლურსა და წარმოსახვითს შორის.  ამ სფეროში მისი ნამუშევრები სრულიად ინვოაციურია, ხანდახან - პიონერულიც კი.

 

სპექტაკლის შესახებ: 

,, თანამშრომლებში" ლუკაშ ტვარკოვსკი და მისი ჯგუფი იმ ორიგინალური მულტიმედიური თეატრალური ფორმის ძიებას აგრძელებენ, რომელშიც გამოსახულება, ბგერა და მოქმედება მაყურებელს შეუცნობელ სამყაროში სრულ ,,ჩაძირვას" უადვილებს. ამჯერად ეს მომავლის სამყაროა: კოსმოსური ხომალდის ბორტზე ექსპერიმენტი ტარდება: როგორ განვითარდება თანამშრომლობა ადამიანებსა და მათს ჰუმანოიდ თანამოძმეებს შორის? ორივე ჯგუფს ყურადღებით აკვირდება და აკონტროლებს  იდუმალი ორგანიზაცია და მათი წარგზავნილი ექსპედიცია, მაყურებელი კი თან ამ ურთიერთობების, მათი მუშაობის,  კომუნიკაციისა და თანაარსებობის ამსახველ ანგარიშს ეცნობა. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების შემუშავებისას, ადამიანისა და უცხოპლანეტური არსებების ურთიერთობის საკითხი ჯერ არასდროს მდგარა ასე მწვავედ. პიესა იკვლევს ადამიანის ცნობიერებას, რომელიც მის ანალოგში ისახება და ამით აძლიერებს შემზარავი, ზეადამიანური ველის შეგრძნებას - ამგვარ უცხოობას შევიგრძნობთ, როდესაც პირისპირ ვდგებით ,,უცხოს", მაგრამ ადამიანის მსგავსი არსებების პირისპირ. როგორია გრძნობის, ემოციის ბუნება? შეუძლია კი ალგორითმებს სუბიექტიური მდგომარეობების ასახვა და შეგრძნობა? უქმნის ხელოვნურად შექმნილი ,,მე"-ს განცდა საფრთხეს ადამიანთა მოდგმას? არის თუ არა აჩრდილი მყიფე გარსში?

 

 

სრულად ინფორმაცია / Full information regarding production:

 

https://tbilisiinternational.com/ge/performances/tanamshromlebi

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved