13 ოქტომბერი - "ავტობიოგრაფია ენის ბარიერებით " შეხვედრა რეჟისორ ნინო ხარატიშვილთან და მსახიობებთან
შეხვედრა გაიმართება სპექტაკლი შემდეგ
სპექტაკლის შესახებ:
რუმინელმა მწერალმა ქალმა, აგლაია ვეტერანიმ დაწერა რომანი ბავშვზე, რომელიც მისეულად აღიქვამს ცირკის მსახიობი მშობლების ცხოვრებას - ოჯახი ყოველდღე საოცარი იმედით გადის ბეწვის ხიდს დაუნდობელ სამყაროში - სამყაროში, სადაც ადამიანებს სხეულებით ითვლიან, ილუზიებით ცხოვრება გარდაუვალია, მაგრამ იმედი ყველაზე მძლავრად გიზგიზებს.
მუდმივი უცხოობა უცნობ სამყაროში, დაუსრულებელი გადააგილებები; სახლის, საკუთარი ქვეყნის მონატრება; და, ბოლოს და ბოლოს, ყოველდღე ბოსტნეულით სავსე თეფში მაგიდაზე - ესაა ახალგაზრდა გოგონას იდენტობა. მაგრამ იმედის ძაფი მომავლისკენ მეტისმეტად ძლიერ ირხევა. ცირკის საზიდარიც კვლავ შარაგზასაა გამოდებული და გაურკვევლობისაკენ მიექანება - იმის მიუხედავად, რომ ახალ ენაზე პირველი ახალი სიტყვები თითქოს ნასწავლია.. და მაინც, ესაა იმ სასტიკის რეალობის პოეტური სარკე, რომელშიც მიუსაფარ, გაუცხოებულ ადამიანებს იყენებენ.