14 დეკემბერი - მასტერკლასი ჯეიმს ტიერესთან ერთად
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - დეკემბრის ამბები
დეკემბერში ფესტივალის სტუმარია ჯეიმს ტიერე - მსახიობი და რეჟისორი. ჯეიმს ტიერე ფესტივალს მასტერკლასითა და ვორქშოფით ესტუმრება. 2021 წელს ფესტივალმა ჯეიმს ტიერეს სპექტაკლი - პერფორმანსი წარადგინა „მო-ს კონცერტი“. მაშინ არ იყო ვორქშოფის შესაძლებლობა - ჩვენ ჯერ კიდევ ნიღბებით დავდიოდით და სკამის გამოტოვებით იჯდა მაყურებელი დარბაზში. ეხლა კი გაჩნდა შანსი ამ სრულიად უნიკალური მსახიობის მასტერკლასსა და ვორქშოფს დაესწროთ.
ადგილი: თეატრი სახელოსნო 42 | აკაკი წერეთლის გამზირი #114 (კოკა - კოლას ყოფილი ქარხანა)
https://www.youtube.com/watch?v=rViD7p69HI8
14 დეკემბერი
მასტერკლასი ჯეიმს ტიერესთან ერთად
მასტერკლასზე წარმოვადგენთ ჯეიმს ტიერეს სპექტაკლების ვიდეოკოლაჟს, მსახიობი ისაუბრებს მისი მუშაობის მეთოდზე, რეპეტიციებსა და სპექტაკლებზე; ცხოვრებაზე კულისებს მიღმა, კომპანიაზე, პარტნიორებზე, ცხოვრებაზე კინოსა და თეატრს შორის, მის არტისტულ მიმართულებებზე და საფუძვლებზე; როგორ ხედავს თეატრის განვითარების შესაძლებლობებს, მომავალს; უპასუხებს კითხვებს.
საუბარი მოდერატორთან ერთად შედგება და 2 საათს გაგრძელდება.
მასტერკლასზე დასასწრებად გთხოვთ მოგვწეროთ tia@tbilisiinternational.com ან ჩვენი ფეისბუქის მესენჯერში 10 დეკემბრამდე.
მასტერკლასი 14 დეკემბერს საღამოს 20:00 საათზე დაიწყება