15 დეკემბერი - ჯეიმს ტიერეს ვორქშოფი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - დეკემბრის ამბები
დეკემბერში ფესტივალის სტუმარია ჯეიმს ტიერე - მსახიობი და რეჟისორი. ჯეიმს ტიერე ფესტივალს მასტერკლასითა და ვორქშოფით ესტუმრება. 2021 წელს ფესტივალმა ჯეიმს ტიერეს სპექტაკლი - პერფორმანსი წარადგინა „მო-ს კონცერტი“. მაშინ არ იყო ვორქშოფის შესაძლებლობა - ჩვენ ჯერ კიდევ ნიღბებით დავდიოდით და სკამის გამოტოვებით იჯდა მაყურებელი დარბაზში. ეხლა კი გაჩნდა შანსი ამ სრულიად უნიკალური მსახიობის მასტერკლასსა და ვორქშოფს დაესწროთ.
ადგილი: თეატრი სახელოსნო 42 | აკაკი წერეთლის გამზირი #114 (კოკა - კოლას ყოფილი ქარხანა)
https://www.youtube.com/watch?v=rViD7p69HI8
15 დეკემბერი
ჯეიმს ტიერეს ვორქშოფი
ვორქშოფი განკუთვნილია მსახიობებისა (დრამისა და მოძრაობის) და მოცეკვავეებისათვის (თანამედროვე ცეკვა)
ვორქშოფისათვის გთხოვთ გამოაგზავნოთ მოკლე ვიდეო (30 წამი მაქსიმუმ) და თქვენი CV (ინგლისურ ენაზე). გთხოვთ ეს ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ 8 დეკემბრამდე tia@tbilisiinternational.com
ვორქშოფზე 12 მონაწილეზე მეტს ვერ მივიღებთ. მოხდება შერჩევა. ვორქშოფზე დასასწრებად ჯგუფს ჯეიმს ტიერე შეარჩევს ვიზუალური მასალისა და CV-ის საფუძველზე.
რა იქნება ვორქშოფზე წარმოდგენილი:
4 საათის განმავლობაში უნიკალურ მსახიობთან ერთად თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ვორქშოფში, რომელიც დაგეხმარებათ ღრმად გაიგოთ და განსხვავებული პრაქტიკა მიიღოთ შემდეგში:
სხეული, როგორც ინსტრუმენტი სცენაზე;
მოძრაობისა და ცეკვის სიმბოლიზმი და ვიზუალური ზემოქმედება;
სპექტაკლის დრამატურგია მოძრაობაში; ხმა, ნივთები და დეკორაცია - როგორც მსახიობის სხეულისათვის შესაძლებლობა
ვორქშოფი 15 დეკემბერს 11:00 საათზე დაიწყება.