23 სექტემბერი - მზაობა საერთაშორისო პროექტებისთვის

ადგილმდებარეობა: მარჯანიშვილის თეატრი, მუზეუმი
23 სექტემბერი - მზაობა საერთაშორისო პროექტებისთვის

მზაობა საერთაშორისო პროექტებისთვის

ძლიერი და სიახლით სავსე საშემსრულებლო ხელოვნების სექტორის განვითარებისთვის საერთაშორისო დიალოგი, მობილობა და თანამშრომლობა უმთავრესი კომპონენტებია, მაგრამ თეატრისა და ცეკვის სფეროს ის ხელოვანები, ვისაც ამბიცია აქვს, საკუთარი ქვეყნიდან შორსაც იმუშაოს,  სირთულეების ვრცელ სპექტრს აწყდებიან - ესენი სიცოცხლისუნარიანი ბაზრების მოძიებისას იწყება და გარემოსდაცვითი პრობლემების წნეხით სრულდება. ენდრიუ ჯონსი უძღვება დისკუსიას, რომელიც კულტურის ექსპორტის სფეროსა  და ზოგი მისი მამოძრავებელი სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორის დემისტიფიკაციას ისახავს მიზნად;  სემინარი იმის   გააზრებაში დაგეხმარებათ,  როგორ მიიღება  სტრატეგიული გადაწყვეტილები  პროდუქციაზე მუშაობის პროცესის ყველა ეტაპზე; როგორ შეიძლება  პროდუქციის საერთაშორისო პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენა; გთავაზობთ საერთაშორისო ქსელების შიგნიდან გაცნობას და ხელისშემწყობი ურთიერთობების დამყარებას;  პრაქტიკოს ხელოვანებს იგი   პოტენციური ბაიერებისთვის თავიანთ ნამუშევრებზე ამომწურავი და მკაფიო ინფორმაციის მიწოდებაში დაეხმარება.

 

 

ენდრიუ ჯონსი

საერთაშორისო არტ-მენეჯერი

ენდრიუ ჯონსს  საერთაშორისო კონტექსტში სხვადასხვა მასშტაბის წარმატებული კულტურული პროექტების მომზადებისა და მართვის 35 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს; მისი ცოდნა და გამოცდილება ვრცელდება რთულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოებებში კომპლექსური სახელოვნებო პროექტების/ ინიციატივების ამუშავებასა და ხორცშესხმაზე.

ენდრიუს დიდ ბრიტანეთსა და მის გარეთ თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების პრაქტიკის ყოვლისმომცველი ცოდნა აქვს. ეს ფართო პრაქტიკული ცოდნა  პროდუქციის მზადებისა და "კულუარულ" პროცესებსაც მოიცავს.

მას უშუამავლია  და უთანამშრომლია ხელოვნების პრაქტიკოსთა და ორგანიზაციათა ფართო და მრავალფეროვან სპექტრთან, ფინანსურად დაინტერესებულ მხარეებთან, სახელოვნებო პოლიტიკის განმსაზღვრელ ჯგუფებთან, როგორც სამთავრობო დონეზე, ისე საზოგადოებიდან აღმოცენებულ სახელოვნებო ინიციატივებზე. ენდრიუმ შექმნა პროფესიული კონტაქტების ქსელი, რომელიცმეტწილად  მოიცავს ევროკავშირისა  და  პოსტსაბჭოთა სივრცის, ასევე -  ჩრდილოეთ ამერიკის, ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის 60-ზე მეტ  ქვეყანას და დიდ ბრიტანეთს.ენდრიუ ჯონსი IETM-ის დიდი ხნის წევრი და უელსის ხელოვნების საბჭოს ასოცირებული წევრია.

 

დასაწყისი 13:00 საათზე

 

 

ფოტო გალერეა

© 2024 All Rights Reserved