24 სექტემბერი - პარტნიორობით მუშაობა
ადგილმდებარეობა: მარჯანიშვილის თეატრი, მუზეუმი

პარტნიორობით მუშაობა - როჯერ მაკკენი
მთელი თეატრი პარტნიორობაზე დგას - პარტნიორობაზე მწერალს, რეჟისორს, დიზაინერს და მსახიობებს შორის; პარტნიორობაზე შემოქმედებით ჯგუფსა და წარმოდგენის მასპინძელს სივრცეს, ამ სივცრცესა და მაყურებელს შორის. ყველა ამ ურთიერთობას პროდიუსერი კრავს. უორკშოპზე განვიხილოთ, როგორ იგება ურთიერთობა მძლავრი პროდუქციის შესაქმნელად - როგორც შემოქმედებითი, ისე ფინანსური თვალსაზრისით.
დასაწყისი: 17:00 საათზე
ხანგრძლივობა: 2 საათი