ETC -ევროპის თეატრალური კონვენცია  ხელოვნების, ინოვაციებისა და თანამშრომლობის შემოქმედებითი პლატფორმა

ETC - ( ევროპის თეატრალური კონვენცია - ევროპის სახელმწიფო თეატრების უდიდესი ქსელი, რომელიც ევროპის 48 თეატრის აერთიანებს 25-ზე მეტი ქვეყნიდან, ევროპის მძლავრი კულტურული სექტორის მრავალფეროვნებას ასახავს. კონვენცია 1988 წელს დაარსდა. ETC ხელს უწყობს ევროპულ თეატრს, როგორც დიალოგის, დემოკრატიისა და ურთიერთქმედების ცოცხალ პლატფორმას, რომელიც ეხმიანება, ასახავს და ურთიერთქმედებს დღევანდელ მრავალფეროვან აუდიტორიასა და ცვალებად საზოგადოებებთან. ევროპის თეატრალური კონვენცია თეატრის ინკლუზიურ გაგებას ავითარებს, რომელიც ევროპისა თუ მსოფლიოს მაყურებლისა და საზოგადოებებისათვის ევროპის სოციალურ, ენობრივ და კულტურულ მემკვიდრეობას აცოცხლებს. ETC-ს მძლავრი, პროფესიონალებისაგან შედგენილი მმართველობა ქსელის განვითარებასა და ზრდას უწყობს ხელს, ცხადია, უახლესი ტენდენციებისა და მოვლენების გათვალისწინებით. ETC-ს ახლანდელი სამწლიანი სამოქმედო პროგრამა ,, ტრანსფორმაციები - ახალი ძალები ევროპის თეატრსა და მაყურებელს კოვიდის შემდგომ მსოფლიოში“, 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. კონვენციის წევრ თეატრებს იგი სთავაზობს არაერთი შემოქმედებითი კოლაბორაციის, პროფესიული განვითარების, თეატრის მხარდასაჭერ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ამ მასშტაბური, ფუნდამენტური პროგრამის მხარდამჭერია ევროკავშირის პროგრამა Creative Europe/ შემოქმედებითი ევროპა.

© 2024 All Rights Reserved